მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პატიმრებით გადავსებული ციხეები - "ოცნება" ირწმუნება, რომ ყაველაშვილმა "საკმაო რაოდენობის პატიმრები შეიწყალა" | TV პირველი
პატიმრებით გადავსებული ციხეები - "ოცნება" ირწმუნება, რომ ყაველაშვილმა "საკმაო რაოდენობის პატიმრები შეიწყალა" | TV პირველი

პატიმრებით გადავსებული ციხეები - "ოცნება" ირწმუნება, რომ ყაველაშვილმა "საკმაო რაოდენობის პატიმრები შეიწყალა" | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

პატიმრებით გადავსებული ციხეები - "ქართული ოცნების" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკმაო რაოდენობის მსჯავრდებულები შეიწყალა.

საქსტატის ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოს 14 ციხეში სასჯელს 12 135 პატიმარი იხდის. საგანგაშო ვითარებაა საქათველოს სამ ციხეში, სადაც პატიმართა რაოდენობა დაშვებულ ლიმიტს აღემატება.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ზუსტ თარიღებს ვერ დაასახელებს, თუმცა ბოლო პერიოდში არაერთი შეწყალება ვიხილეთ.

ეს თემა, რასაც ჰქვია შეწყალება არ შეიძლება ავტომატურად მოქმედებდეს, ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია, რასაკვირველია ის სახელისუფლებო სტრუქტურებთან უნდა გადიოდეს კონსულტაციებს, მაგრამ შეწყალებაც ბევრი ვნახეთ. მე თარიღებს ვერ დავუკავშირებ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩენ არაერთი შეწყალება და არაერთი მადლიერი ადამიანი ვიხილეთ, რომელიც ნორმალური ცხოვრების პირობებს უბრუნდება," - ამბობს გია ვოლსკი.

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, საქართველოს პენიტენციური სამსახური "ყველა იმ პირს, ვისაც კანონიერი მსჯავრი აქვს მისჯილი იტევს და ისინი შესაბამისი კოდექსით გათვალისწინებულ პირობებში იხდიან ისინი თავის მსჯავრს".

საქართველოს პენიტენციური სამსახური ყველა იმ პირს, ვისაც კანონიერი მსჯავრი აქვს მისჯილი იტევს და შესაბამის, რაც პატიმრობის კოდექსით არის გათვალისწინებული, ამ კოდექსით გათვალისწინებულ პირობებში იხდიან ისინი თავის მსჯავრს, ეს ერთი. მეორე, შეწყალება, ეს არის ის აქტი, რომლის ექსკლუზიური უფლება გააჩნია პრეზიდენტს. მე ახლა ზუსტი ციფრები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაო რაოდენობის პატიმრები შეიწყალა პრეზიდენტმა. თუ უფრო ჩაღრმავებული ინფორმაცია გაინტერესებთ, ალბათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა მიმართოთ," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

"ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით მიხეილ ყაველაშვილი "სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე იყენებს შეწყალების ბერკეტს".

აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ხდება შესწავლა საქმეების და გარწმუნებთ, რომ გაგრძელდება ეს, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ დამოკიდებულია თავად პრეზიდენტზე. ეს არის ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის და მიხეილ ყაველაშვილი ის ადამიანია, რომელიც სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე იყენებს ამ ბერკეტს და არა როგორც თქვენი საყვარელი, დღეს კიდევ არსებული, თუ არ ვიცი აღიარებთ კიდევ თუ არა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად, როგორც ის იყენებდა," - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
გაზიარება:
TV

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ორი დაღუპული, ორი მძიმედ დაშავებული - ავარია რიკოთზე

ორი დაღუპული, ორი მძიმედ დაშავებული - ავარია რიკოთზე

ტვ პირველი

"ოცნება" არჩევნების ბოლომდე განადგურება  ცდილობს - სოფო ხორგუანი

"ოცნება" არჩევნების ბოლომდე განადგურება ცდილობს - სოფო ხორგუანი

ტვ პირველი

თევზაძე განმარტავს, რა მიზანი აქვს "ოცნებას", როცა ეუთო/ოდირთან ურთიერთობის გაწყვეტაზე მიანიშნებს

თევზაძე განმარტავს, რა მიზანი აქვს "ოცნებას", როცა ეუთო/ოდირთან ურთიერთობის გაწყვეტაზე მიანიშნებს

ტვ პირველი

"ოცნების“ უსუსური მცდელობები, ძალიან ჰგავს ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმების მცდელობებს, ქვეყანა მოაქციონ სრულ იზოლაციაში - სიორიძე

"ოცნების“ უსუსური მცდელობები, ძალიან ჰგავს ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმების მცდელობებს, ქვეყანა მოაქციონ სრულ იზოლაციაში - სიორიძე

ტვ პირველი