
"ოცნება" არჩევნების ბოლომდე განადგურება ცდილობს - სოფო ხორგუანი | TV პირველი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
"ქართული ოცნება" არჩევნების ბოლომდე განადგურება ცდილობს - ასე ეხმაურება პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი სოფო ხორგუანი მმართველი პარტიის ლიდერების იმ განცხადებებს, სადაც ივანიშვილის გუნდი ეუთო/ოდირს აკრიტიკებს და მათი მისიის მოწვევას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ოპოზიციონერის თქმით, თუ, ვინმეს არ აქვს ნდობა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ეს არის "ოცნება":
"ოცნება საუბრობს, ვინმზე რომ ნდობა არ აქვს? თუ, ვინმეს არ აქვს ნდობა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ეს არის "ოცნება" და იმიტომ რომ მან არასდროს არ შესარულა ის სიტყვა, დაპირება, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს აძლევდა. შესაბამისად, "ოცნებას" თავად არ აქვს ნდობა არავის თვალში. არჩევნები ჩვენ საქართველოში გადასარჩენი გვაქვს. როგორც ჩანს და ეს ასეც არის, რომ არჩვენები უნდა გადავარჩინოთ ხალხმა, რომლის ბოლომდე განადგურებასაც "ქართული ოცნება" ცდილობს"- თქვა ხორგუანმა.
ეჭვი, რომ სავარაუდოდ მომავალ არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ მოიწვევენ, კახა კალაძის კომენტარმა გააჩინა: "როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები".
გაზიარება:
TV
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge