მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. გლდანის საძმოს წევრები ციხეს ტოვებენ - ძმებ შუკაკიძეების გარემოცვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს | TV პირველი
გლდანის საძმოს წევრები ციხეს ტოვებენ - ძმებ შუკაკიძეების გარემოცვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს | TV პირველი

გლდანის საძმოს წევრები ციხეს ტოვებენ - ძმებ შუკაკიძეების გარემოცვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

სასაფლაოების რეკეტში მხილებული ე.წ. გლდანის საძმოს წევრები ციხეს დროზე ადრე დატოვებდნენ. ძმები შუკაკიძეების გარემოცვას დღეს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები, რომლებსაც 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებენ. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ შეთანხმების საფუძველი მხოლოდ დანაშაულის აღიარება გახდა.

თექვსმეტივე ბრალდებული, ვისაც პროკურატურამ საშეღავათო პირობები შესთავაზა, ​ნოდო "გდანსკის" გარემოცვად მოიაზრება. ოპოზიციის ინფორმაციით, სწორედ ამ დაჯგუფების სახელს უკავშირდება საარჩევნოდ "ოცნების" ხმებზე ნადირობა, ოპოზიციონერებზე თავდასხმა და მათი საარჩევნო შტაბების დარბევა. ე.წ კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე ახლა საზღვარგარეთ იმყოფება და პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული, თუმცა წლების მანძილზე შუკაკიძეც და მისი საძმოც ხელშეუხებლები იყვნენ. ერთი თვის წინ ეს ხალხი მოულოდნელად დააკავეს. მალევე გაირკვა, რომ მრავალი წლით მათ ციხეში გაშვებას არც არავინ აპირებდა.

ალეკო ჩიტაშვილ​თან ერთად დღეს დარბაზიდან გათავისუფლდა კიდევ სამი პირი. პროკურატურა მათ ქურდული სამყაროსთვის მიმართვას ედავებოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, რომელიც "შაბათის ეთერმა" რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა და გაასაჯაროვა სწორედ ნოდო "გდანსკის" დავალებით, და მისი ძმის, ლევან შუკაკიძის უშუალო ჩართულობით, ჭირისუფლის მიერ საფლავებში გადახდილი ფული ქურდულ საერთოში ხვდებოდა.

რამდენიმე თვეში ციხეს დატოვებს საფლავების რეკეტში შუკაკიძის სპეც წარმომადგენელი იოსებ გოგოსაშვილიც. ფარული ჩანაწერების თანახმად, სწორედ გოგოსაშვილი იყო უშუალო შუამავალი ლევან შუკაკიძეს და სარიტუალო კომპანია ჰერმესის წარმომადგენელს შორის.

რამდენიმე თვეში ციხიდან გათავისუფლდება გიორგი ჩადუნელი იგივე "ტარაკანა". გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გლდანში ავტოფარეხში მომხდარი სისხლიანი გარჩევების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. "ტარაკანას" ხელბორკილები ლევან შუკაკიძის სატელეფონო ჩანაწერის გამო დაადეს, სადაც "კანონიერი ქურდის" ძმა ყვება, რომ მისმა მეგობარმა ადამიანი დაჭრა.

ითამაშა თუარა საპროცესოს გაფორმებაში მთავარი როლი "ოცნებასთან" კავშირებმა? ამ კითხვაზე დღეს პასუხი პროკურატურას არ გაუცია. ე.წ ქურდული სამყაროს წევრებთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ მედიასთან ბრალდების მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

საპროცესო შუკაკიძეების კლანს - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

გაზიარება:
TV

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

11 წლის შემდეგ გახსნილი მკვლელობა - ვისთან მივა გამოძიება?

11 წლის შემდეგ გახსნილი მკვლელობა - ვისთან მივა გამოძიება?

ტვ პირველი

"ოცნება" რეპრესიულ კანონებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს - კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიში

"ოცნება" რეპრესიულ კანონებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს - კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიში

ტვ პირველი

ოპოზიციის დევნის საქმე - ივანიშვილის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ განაჩენი "ოცნების" ოფისში დაიწერა

ოპოზიციის დევნის საქმე - ივანიშვილის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ განაჩენი "ოცნების" ოფისში დაიწერა

ტვ პირველი

"ოცნება" ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ურთიერთობის გასაწყვეტად ემზადება?

"ოცნება" ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ურთიერთობის გასაწყვეტად ემზადება?

ტვ პირველი