ირაკლი დგებუაძე დააწინაურეს | TV პირველი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დანიშნეს - ინფორმაციას ამის შესახებ შსს-სთან დაკავშირებული გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს.
საუბარია პოლიციის იმ მაღალჩინოსანზე, რომელიც ფიგურირებდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში.
„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას ბათუმის პოლიციის შენობაში არაადამიანურად მოექცა. ჟურნალისტი ამბობს, რომ დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. მიუხედავად საჯარო განცხადებისა, დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.
გაზიარება:
TV
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge