
ოპოზიციის დევნის საქმე - ივანიშვილის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ განაჩენი "ოცნების" ოფისში დაიწერა | TV პირველი
გადამწყვეტი კვირების ათვლა დაიწყო. ოპოზიციის დევნის საქმეზე პოლიტიკური განაჩენის გამოცხადება ახლოვდება. სულ უფრო ცოტა მტკიცებულების გამოკვლევა დარჩა პროკურატურას და მოსამართლე თამარ მახარობლიძე განაჩენს გამოაცხადებს.
სამართლიანი სასამართლოს იმედი არც ადვოკატებს აქვთ. დარწმუნებულები არიან, რომ დახურულ კარს მიღმა პოლიტიკური ლიდერების გასამართლება იმ მიზეზით გადაწყდა, რომ ამ საქმეზეც ვერდიქტი "ოცნების" ოფისში დაიწერება და არა სასამართლოს კედლებში.
სამართლებრივი პროგნოზების ფონზე კი ბრალდებული პოლიტიკოსები საქმის აბსურდულობაზე საუბრობენ.
დღეს სასამართლოს კიდევ 4 ახალი ჩვენება დაემატა - განსხვავებული მოწმეებმა დღესაც ვერაფერი თქვეს. გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსები რუსთაველზე დაინახეს და ისინი ხალხს მიმართავდნენ.
სახელმწიფო მბრალდებელმა დღეს დააანონსა, რომ შემდეგ პროცესზე 14 ივლის დააზუსტებს როდის დაასრულებს მტკიცებულებებს გამოკვლევას, ცნობილი გახდება რამდენ მოწმეს მოხსნიან და როდის იტყვიან დასკვნით სიტყვას.
ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმეზე 8 პოლიტიკური ლიდერიდან 4 -ს საბოტაჟს ედავებიან და მათ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 3 -ს საბოტაჟთან ერთად უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ექს პრეზიდენტს კი სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებას. დანაშაული 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნანუკა ქაჯაია დეტალებით
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge