
"ოცნება" რეპრესიულ კანონებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს - კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიში | TV პირველი
ევროკომისია, ვენეციის კომისია, ეუთო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ჰელსინკის კომისია, ევროპული საბჭო და ახლა უკვე Human Rights Watch - მსოფლიოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მწვავე და კრიტიკულ ანგარიშებს აქვეყნებენ.
Human Rights Watch ანგარიშში, რომელიც ახლა გასაჯაროვდა წერს, რა ზომებს მიმართა "ქართულმა ოცნებამ", რომ ქვეყანაში თავისუფლების ხმები ჩაეხშო.
გავლენიანი ორგანიზაცია წერს, რომ "გამჭვირვალობის კანონი", აგენტებისა და გრანტების შესახებ კანონები საქართველოს ხელისუფლებამ ფინანსური შეზღუდვებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების გამოყენებით, დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასა და კრიტიკულ ხმების ჩასახშობად დაამტკიცა. კანონების გაუქმების სურვილს ორგანიზაცია ვერ ხედავს , ამიტომ მკაცრი სასანქციო ზომების გამოყენებას უკვე ევროკავშირს სთხოვს, რათა ერთობლივი სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც კანონებს იღებს და აღასრულებს.
ორგანიზაცია წერს, რომ ახალი კანონები პრაქტიკულად მთელ უცხოურ დაფინანსებას მკაცრ სახელმწიფო კონტროლს უქვემდებარებს, დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ორგანიზაციებს აკისრებს სტიგმატიზებელ უცხოური აგენტის იარლიყს და მათ მძიმე ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.
ინა ცარციძე დეტალებით
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge