მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ციხეები პატიმრებით გადაივსო - ყაველაშვილის შეწყალების აქტი არ ჩანს | TV პირველი
ციხეები პატიმრებით გადაივსო - ყაველაშვილის შეწყალების აქტი არ ჩანს | TV პირველი

ციხეები პატიმრებით გადაივსო - ყაველაშვილის შეწყალების აქტი არ ჩანს | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"ქართული ოცნების" წევრებმაც არ იციან, რატომ შეაჩერა მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების პროცესი. ასობით პატიმარი, რომელსაც განცხადება დაწერილი აქვს, ორბელიანების სასახლიდან პასუხს თვეებია, ელოდება.

ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ ყაველაშვილს შეწყალების აქტი აღარ გამოუცია. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სამ ციხეში პატიმრების რაოდენობამ დასაშვებ ლიმიტს გადააჭარბა.

არადა შეწყალება მიხეილ ყაველაშვილის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა დიდი ხანია, "ქართული ოცნების" მხარდაჭერით პრეზიდენტად გამწესებულ პირს ეს ბერკეტი არ გამოუყენებია. მისი ყოფილი თანაგუნდელები პარლამენტიდან გვარწმუნებენ, რომ ყაველაშვილს პატიმრების საქმეების შესასწავლად დრო სჭირდება, ის ახლა საქმეებს ეცნობა, სწავლობ რათა შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პირველი შეწყალება, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2025 წლის იანვარში განახორციელა. ამის შემდეგ იყო შეწყალება, თვითმმართველობის არჩევნების წინ 14 ოქტომბერს. შეწყალება მოხდა არჩევნების შემდეგაც. ამ დაკვირვებების შედეგად მესამე სექტორის წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ შეწყალების და ამნისტიის ბერკეტებს ხელისუფლება, მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე იყენებს.

საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის პატიმართა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით მაისის მდგომარეობით ქვეყანას 12 000 ზე მეტი პატიმარი ჰყას.

ხატია სამხარაძე თემის დეტალებით

გაზიარება:
TV

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ირანის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, საქართველოდან გააძევონ

აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ირანის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, საქართველოდან გააძევონ

ტვ პირველი

ექსკლუზივი: ბოკუჩავა ჰყვება, რომ ფორმალურად გაუქმებულ თავმჯდომარის პოსტზე, სავარაუდოდ, კანდიდატურას არ დააყენებს

ექსკლუზივი: ბოკუჩავა ჰყვება, რომ ფორმალურად გაუქმებულ თავმჯდომარის პოსტზე, სავარაუდოდ, კანდიდატურას არ დააყენებს

ტვ პირველი

126 ათასზე მეტ ადამიანს სოციალური დახმარება შეუწყდა

126 ათასზე მეტ ადამიანს სოციალური დახმარება შეუწყდა

ტვ პირველი

11 წლის შემდეგ გახსნილი მკვლელობა - ვისთან მივა გამოძიება?

11 წლის შემდეგ გახსნილი მკვლელობა - ვისთან მივა გამოძიება?

ტვ პირველი