"მიხვდა, რომ წითელ ხაზს კვეთდა"- რა სიგნალი გაუგზავნა აშშ-ს ბიძინა ივანიშვილმა? [შეფასება] | TV პირველი
"ბიძინა ივანიშვილი მთლად მშვიდად არ არის" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ალექსანდრე ზიბზიბაძე აცხადებს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯების შეეშინდა, ამიტომ გამოვიდა და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტს ჩინურ კომპანიას არ მისცემს.
მისი თქმით, ივანიშვილი შიშს ასხივებს და ეს ჩანს მამუკა მდინარაძის განცხადებიდანაც, სადაც მან თქვა, რომ ყიდულობენ დრონების საწინააღმდეგო სისტემებს.
"ბიძინა ივანიშვილი მთლად მშვიდად არ არის, მათ შორის, ის არის მშიშარა ადამიანი და ეს ჩანს ბევრი სხვადასხვა რაღაცით. მაგალითად, რა გაკეთდა ამ კვირაში ანაკლიის პოსრტის მაგალითი რომ ავიღოთ? - ბიძინა ივანიშვილის მიხვდა, რომ წითელ ხაზს კვეთდდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ პორტის ჩინეთისთვის მიცემის კუთხით და რა გამოაცხადა? - გამოაცხადა, რომ ჩინელებს არ ვაძლევ პორტს. ეს სიგნალი გაგზავნა ამერიკაში და რაღაც დროით, პოტენციური სანქციები აირიდა. შესაბამისად, ჩანს, რომ ბიძინას სანქციების ეშინია. წინა კვირას კი სქროლვის სახელმწიფო მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ ყიდულობენ დრონების საწინააღმდეგო სისტემებს. დარწმუნებული ვარ რომ ეს სისტემები დაიდგმევა ჭორვილაში, თბილისში, მთაწმინდის ქედზე, შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან. მარტივად, რომ ვთქვათ, ჩალიჩობს დრო გაწელოს, ძალიან ეშინია ამერიკელების. სამწუხაროდ, ნაკლებად ეშინია ევროპელების და ევროპელები უნდა დაფიქრდნენ ამაზე. გინახავთ, ბიძინა ივანიშვილს, ან მის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლებს ოდსმე რამპის ადმინსიტრაცია გარლენძღათ? "- თქვა მან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge