
ალეკო ელისაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება | TV პირველი
დღეს, საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული.
ცნობილია, რომ სანამ მოსამართლე გიორგი გელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა, დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, ბრალდებული ელისაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.
მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულ პოლიტიკოსს სასამართლოში დაბრუნებისა და საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა მისცა.
რას ედავებიან ელისაშვილს?
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
ტვ პირველი