
თბილისში მეზობელმა არასრულწლოვანი დაჭრა - მოზარდს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული | TV პირველი
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მეზობელმა 15 წლის ბიჭი დაჭრა.
არასრულწლოვანს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge