მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. გურჯაანში კაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, პოლიციელმა განახორციელა | TV პირველი
გურჯაანში კაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, პოლიციელმა განახორციელა | TV პირველი

გურჯაანში კაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, პოლიციელმა განახორციელა | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც გამოცემას ადგილობრივები ეუბნებიან, საქმეში გურჯაანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვახტანგ მთივლიშვილი ფიგურირებს. არსებული ინფორმაციით, პოლიციელის მამას, მიხეილ მთივლიშვილს, საქმის გასარჩევად სოფელ ჩუმლაყიდან ვეჯინში მიაკითხეს. მხარეებს შორის, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, ვახტანგ მთივლიშვილმა მამის დაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ერთი პირი დაჭრა.

დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, კაცს ბარძაყის არეში ნატყვიარი ჭრილობა აღენიშნება, ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაკავებულია თუ არა პოლიციელი, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება:
TV

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება - რას ამბობს კობახიძე

ალეკო ელისაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება - რას ამბობს კობახიძე

ტვ პირველი

"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებულებს შორის "ოცნების" სიით გასული საკრებულოს დეპუტატია

"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებულებს შორის "ოცნების" სიით გასული საკრებულოს დეპუტატია

ტვ პირველი

რუსეთი NATO-ს მიმართავს: უკრაინის მხარდაჭერა კონფლიქტის თანამონაწილეობას ნიშნავს

რუსეთი NATO-ს მიმართავს: უკრაინის მხარდაჭერა კონფლიქტის თანამონაწილეობას ნიშნავს

ტვ პირველი

ამოღებულია 89 შეკვრა მარიხუანა - დაკავებულია ერთი პირი

ამოღებულია 89 შეკვრა მარიხუანა - დაკავებულია ერთი პირი

ტვ პირველი