მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. რუსეთი NATO-ს მიმართავს: უკრაინის მხარდაჭერა კონფლიქტის თანამონაწილეობას ნიშნავს | TV პირველი
რუსეთი NATO-ს მიმართავს: უკრაინის მხარდაჭერა კონფლიქტის თანამონაწილეობას ნიშნავს | TV პირველი

რუსეთი NATO-ს მიმართავს: უკრაინის მხარდაჭერა კონფლიქტის თანამონაწილეობას ნიშნავს | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება და რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მხარდაჭერა, მოსკოვის შეფასებით, მათ კონფლიქტის თანამონაწილეებად აქცევს. უწყებაში გამოცემა Известия-ს განუცხადეს, რომ რუსეთმა აღნიშნულ საკითხზე ალიანსის წევრი სახელმწიფოები როგორც დიპლომატიური არხებით, ისე საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილა. მოსკოვის მტკიცებით, NATO უკრაინის გარშემო კრიზისის ესკალაციას უწყობს ხელს, რაც ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი კომპონენტების, ასევე სხვა შეიარაღების საწარმოების შექმნა კონფლიქტის გახანგრძლივებას ემსახურება. ამავე კონტექსტში სამინისტრო უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებასა და ზოგიერთი ქვეყნის მიერ საკუთარი საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენების ნებართვასაც ასახელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი კომპონენტების, ასევე სხვა შეიარაღების საწარმოო ობიექტების შექმნა უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებისკენ გადადგმული აშკარა ნაბიჯია. ამავე რიგს მიეკუთვნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება და ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიერ საკუთარი საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენების ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად“, - ამბობენ რუსი მაღალჩინოსნები. განცხადებაში ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბიც არის ნახსენები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ის უკრაინის მიერ რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. მოსკოვი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები „შორსმიმავალ შედეგებს“ გამოიწვევს და რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს „გადამწყვეტი და გამანადგურებელი პასუხი“ მოჰყვება. უწყების თქმით, რუსეთი იტოვებს უფლებას, მის მიმართ არსებულ საფრთხეებს ყველა არსებული ძალითა და საშუალებით უპასუხოს.

გაზიარება:
TV

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

"ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ტვ პირველი

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ტვ პირველი

"ქურდული გარჩევების" საქმე - პროკურორი განმარტავს, რას ედავება გამოძიება 35 წლამდე ლალო გველესიანს

"ქურდული გარჩევების" საქმე - პროკურორი განმარტავს, რას ედავება გამოძიება 35 წლამდე ლალო გველესიანს

ტვ პირველი

ალეკო ელისაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება - რას ამბობს კობახიძე

ალეკო ელისაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება - რას ამბობს კობახიძე

ტვ პირველი