მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ჩვენი დიდი შეცდომა, რომელიც დავუშვით - ასე პასუხობენ ივანიშვილის პარტიაში მეხუთე პრეზიდენტის უმწვავეს კრიტიკას.

“ოცნებას“ განსაკუთრებით აღიზიანებს, როცა რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

“ბოდვაა“ - თქვეს ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელშიც მეხუთე პრეზიდენტმა ივანიშვილის პარტია ოკუპანტ სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირებში დაადანაშაულა.

სალომე ზურაბიშვილი, ქალბატონი, არის ასაკში და მაქსიმალურად ვერიდები, კომენტარის გაკეთებას. მესმის მისი რთული ემოციური ფონი, თუ იგი განმიმარტავს რა ფორმით ვეხმარებით რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში, მადლობლები დავრჩებით, ბოდიშით, ქალბატონზე ვსაუბრობთ, მაგრამ იგივე ტიპის ბოდვაა, როგორც ერთი ადამიანი, რომ 17-ჯერ აძლევდა ხმას ერთიდაიგივე უბანზე, მისი მტკიცებით, 2024 წლის არჩევნებზე. ეს იყო ჩვენი შეცდომა, რადგან ვერ წარმოვიდგენდით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი დააყენებდა უცხო ქვეყნის ინტერესებს საქართველოზე წინ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე აღმოჩნდა და საქართველოს ინტერესებს რომელიმე ქვეყნის უკან კი არ აყენებს, საერთოდ არ აინტერესებს, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.

"ოცნება" რუსეთს ეხმარება ომში" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა და შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" "რუსული ოცნება" Facebook live- საუბრისას კიდევ ერთხელ უწოდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორები მზად არიან, რომ აღარ მოითმინონ, ის, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მთავარი საშუალება გახდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სროლა იყო გორში - არიან დაჭრილები

სროლა იყო გორში - არიან დაჭრილები

ტვ პირველი

დავისვენებთ ყველა მაშინ, როცა ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ - ირაკლი კუპრაძე

დავისვენებთ ყველა მაშინ, როცა ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ - ირაკლი კუპრაძე

ტვ პირველი

ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ

ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ

ტვ პირველი

ნიკა გვარამია იმ მიზეზს ასახელებს, რასაც მისი თქმით,  მამუკა მდინარაძე “გადააყოლეს“

ნიკა გვარამია იმ მიზეზს ასახელებს, რასაც მისი თქმით, მამუკა მდინარაძე “გადააყოლეს“

ტვ პირველი