ტვ პირველი|tvpirveli.ge
დაპირისპირება გარემოვაჭრებსა და მერიის თანამშრომლებს შორის - მუნიციპალურმა ინსპექციამ მათ გასაყიდად გამოტანილი ხილი წაართვა და ძირს დაუყარა.
ერთ-ერთი გარემოვაჭრის, მაყვალა თოფურიას მტკიცებით, მერიის თანამშრომელმა მას “ქუჩის ქალი“ ეძახა.
რამდენჯერ დავწერეთ განცხადება, მოგვეცით საშუალება, ჩაგვადგმევინეთ, ან თქვენ ჩაგდით და გადაგვახდევინეთ იჯარა იქნება თუ თანხა, თუ რაც იქნება. რომ მივედი მერიაში და დავწერე განცხადება, რა მითხრეს იცით? წადით, გადაშენდით აქედან, ბაზარნიკები ხართო. ერთ კვირაზე მეტია დაგვდევენ, მიატოვეთ მუშაობა, თორე ამას გიზამთ, იმას გიზამთ, ყოვლედღე მოდიან, 1000 ლარით მაჯარიმებენ, გუშინ საღამოს მთვრალი მოვიდა ერთი ზედამხედველი, ფორმაც არ ეცვა, მე სახლში ვიყავი უკვე გასული, ქალებს დაუმტვრია ყველაფერი, გამოვიძახე კრიმინალური პოლიცია, ვაჩვენე დამტვრეული ყველაფერი, ერთმა დღეს ქუჩის ქალი ხარო მითხრა, დედაჩემს მე ქუჩაში არ დავაყენებო, - ამბობს გარემოვაჭრე.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge