მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

31 ივლისს, 1 და 2 აგვისტოს „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს ბანკის ჩართულობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით.

პროექტის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია „ბაზარი ორბელიანზე“ წარადგინონ, ახალი მომხმარებლები მოიზიდონ და თავიანთი საქმიანობის ცნობადობა გაზარდონ.

პროექტის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ მათ ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, სამი დღის განმავლობაში მასპინძლობს.

გამოფენა-გაყიდვები პარასკევიდან კვირის ჩათვლით იმართება და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ ადგილობრივი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქცია: ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, კოსმეტიკა, ტკბილეული და სხვა.

ინიციატივის მიზანია მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, მათი საქმიანობისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, ასევე ადგილობრივი ბრენდების ცნობადობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის მათი გაცნობა.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძემ ბრიფინგი გამართა

კობახიძემ ბრიფინგი გამართა

ტვ პირველი

"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმეს

"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმეს

ტვ პირველი

შვილმოკლული დედა გეძახით - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა

შვილმოკლული დედა გეძახით - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა

ტვ პირველი

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა - Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა - Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული

ტვ პირველი