მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ელენე ხოშტარია ბრძოლის იმ გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“
ელენე ხოშტარია ბრძოლის იმ გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“

ელენე ხოშტარია ბრძოლის იმ გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“

ტვ პირველი30 ივლისი, 2026, 22:32|tvpirveli.ge

პატიმრობაში მყოფი “დროას“ ლიდერი ბრძოლის გზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი და პირველი ეს არის პოლიტიკური კონსოლიდაცია, მაქსიმალური ზეწოლისთვის.

როგორც ხოშტარია „რეაქციისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, სწორედ ეს კონსოლიდაცია გააჩენს ხალხში იმედს და ყველა გაითავისებს, რომ ეს საერთო ამოცანაა.

მისი თქმით, ბევრი რამე დაეხმარება ქვეყანას, რათა რეალობა შეიცვალოს, თუმცა, მთავარია საზოგადოებამ შეასრულოს “საშინაო დავალება“ რომელიც არის “კონსოლიდაცია, ზეწოლა და სისტემის ჩამოშლა.“

ჩვენი ბრძოლის გზა ძალიან მკაფიოა. პირველი - მაქსიმალური ზეწოლისთვის საჭიროა პოლიტიკური კონსოლიდაცია, რომელიც ხალხში იმედს გააჩენს, ხალხისთვის ამ ამოცანის, პოლიტიკური დღის წესრიგის გაცნობა, რათა მათაც გაითავისონ, რომ ეს არის საერთო ამოცანა და შესაბამისად, ხალხთან ამ ინტეგრაციული პროცესის დაწყება. შემდეგ ამ კამპანიის შედეგად, მაქსიმალური, მათ შორის ქუჩით, ზეწოლა. ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური კონცენტრცია ამ ჩვენ ამოცანებზე და ეს იქნება ის, სადაც ჩემი აზრით, ეს რეჟიმი აუცილებლად გატყდება. მე მხოლოდ იმ რაღაცებზე ვსაუბრობ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, უამრავი რამე- როდესაც ჩვენ ვართ მოქმედებაში, ყველა ერთმანეთს ვაძლიერებთ, ვართ სოლიდარულები, პოლიტიკური პარტიები ერთად მუშაობს და ერთად დადიან, ადამიანები ერთმანეთის გამო ციხეში მიდიან, როდესაც არის მოქმედება, ჩვენ ყოველთვის გვეწევა ასე ვთქვათ ქარი. აუცილებლად ბევრი ფაქტორი დაგვეხმარება, მაგრამ არაფერი არ დაგვეხმარება, თუ ჩვენ ჩვენ საშინაო დავალებას არ გავაკეთებთ. ეს საშინაო დავალება არის კონსოლიდაცია, ზეწოლა და სისტემის ჩამოშლა, - ამბობს ელენე ხოშტარია.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →

მსგავსი სტატიები

სროლა იყო გორში - არიან დაჭრილები

სროლა იყო გორში - არიან დაჭრილები

ტვ პირველი

დავისვენებთ ყველა მაშინ, როცა ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ - ირაკლი კუპრაძე

დავისვენებთ ყველა მაშინ, როცა ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ - ირაკლი კუპრაძე

ტვ პირველი

ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ

ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ

ტვ პირველი

ნიკა გვარამია იმ მიზეზს ასახელებს, რასაც მისი თქმით,  მამუკა მდინარაძე “გადააყოლეს“

ნიკა გვარამია იმ მიზეზს ასახელებს, რასაც მისი თქმით, მამუკა მდინარაძე “გადააყოლეს“

ტვ პირველი