მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ბიძინა ივანიშვილი ჩვენი, ყველას მანიპულირებას ცდილობს -ელენე ხოშტარია
ბიძინა ივანიშვილი ჩვენი, ყველას მანიპულირებას ცდილობს -ელენე ხოშტარია

ბიძინა ივანიშვილი ჩვენი, ყველას მანიპულირებას ცდილობს -ელენე ხოშტარია

ტვ პირველი30 ივლისი, 2026, 22:55|tvpirveli.ge

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ჩვენი, ყველას მანიპულირებას. მას უნდა, რომ ჩვენი ფსიქო-რაციონალური მდგომარეობა იყოს დამოკიდებული იმაზე, ის როდის რას გადაწყვეტს, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია გადაცემა “რეაქციისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ მისი დღის წესრიგი, არცერთი მილიმეტრით არ იქნება დამოკიდებული ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე და არ აინტერესებს, რას მოიმოქმედებს მასთან მიმართებაში.

რომ ჩამოყალიბდეს ისე, რომ სანამ ბიძინა არის, ვიქნები ციხეში, ესეც კი მიღებული მაქვს, - ამბობს ხოშტარია.

არის საკითხები, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ჩვენი, ყველას მანიპულირებას. მას უნდა, რომ ჩვენი ფსიქო-რაციონალური მდგომარეობა იყოს დამოკიდებული იმაზე, ის როდის რას გადაწყვეტს. ხან ვიღაც გამოუშვა, უი, გირაო, უი, ისევ ვიღაც დაიჭირა, ჩვენ მერე ვსხედვართ, ამას ვაანალიზებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გასაანალიზებელია, მაგრამ მე მაქვს მკაფიოდ გადაწყვეტილი, რომ ჩემი დღის წესრიგი, არცერთი მილიმეტრით არ იქნება დამოკიდებული არც კარგ და არც ცუდ გეგმაზე. მაგალითად, საბოტაჟის საქმე საერთოდ მავიწყდება ხოლმე, რომ მეც მეხება, მარტო იმ კუთხით მაინტერესებს, მართლა ვამაყობ, რომ დასავლთთან და უკრაინასთან ურთიერთობისთვის მასამართლებენ და გარკვეულ პარალელებს ვავლებ, მათ შორის ისტორიულს, რამდენად საამაყოა, რომ ამ დროს, შენ მართლა შეგიძლია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის ციხეში იყო. ჩემ სათვალავში აბსოლუტურად არ არის ის რას გადაწყვეტს, მეტსაც გეტყვით, რომ ჩამოყალიბდეს ისე, რომ სანამ ბიძინა არის ვიქნები ციხეში, ესეც კი მიღებული მაქვს, არანაირი პრობლემა არ არის. მას რა შეუძლია? შეუძლია ტექნიკურად, ფიზიკურად სადღაც ჩამსვას, მაგრამ ბევრი რამე არ შეუძლია და რაც არ შეუძლია, იმაზეა მიმართული მთელი ენერგია,უფრო სწორედ, მე რაც შემიძლია, მისგან დამოუკიდებლად, იმაზეა მიმართული ჩემი ენერგია. მე ვვარაუდობ, რომ სხვებსაც მოაბრუნებენ ციხეში, მეც მომისჯის, მაგრამ ჩვენ უნდა დავგეგმოთ ჩვენი ბრძოლა და ეს არის შესაძლებელი, - ამბობს ელენე ხოშტარია.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არ მაქვს ილუზია, რომ ივანიშვილი აორთქლდება, მაგრამ დიდი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ იქითკენ, რომ რეჟიმს ძალიან გაუჭირდეს - გვარამია

არ მაქვს ილუზია, რომ ივანიშვილი აორთქლდება, მაგრამ დიდი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ იქითკენ, რომ რეჟიმს ძალიან გაუჭირდეს - გვარამია

ტვ პირველი

ელენე ხოშტარია ბრძოლის იმ გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“

ელენე ხოშტარია ბრძოლის იმ გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“

ტვ პირველი

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი

ვის აბარია ელექტრო სისტემა? ვანო ზარდიაშვილს, დაინტერესდეს გამოძიება მათი კორუფციული სქემებით - ბესელია

ვის აბარია ელექტრო სისტემა? ვანო ზარდიაშვილს, დაინტერესდეს გამოძიება მათი კორუფციული სქემებით - ბესელია

ტვ პირველი