მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ესპანეთის ექსკლავში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა
ესპანეთის ექსკლავში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

ესპანეთის ექსკლავში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

ტვ პირველი3 აგვისტო, 2026, 10:18|tvpirveli.ge

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ექსკლავ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 50 000 მიგრანტის მასობრივი შეჭრის შედეგად, სულ მცირე, 72 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაცია ესპანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდება.

ირკვევა, რომ მიგრანტთა ნაწილი დაიხრჩო, დანარჩენები კი ტალღამტეხსა და საზღვარზე ასვლის მცდელობისას დაიღუპნენ.

სეუტაში ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელის, მიგელ ანგელ პერეზელის თქმით, 72 დაღუპულის გარდა, 30 ივლისიდან დღემდე 1 000-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა მკურნალობა. მისივე თქმით, ქალაქში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა სტაბილურობის აღსადგენად დამატებითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

ესპანურ გამოცემასთან, El Pais-თან საუბრისას სეუტას ლიდერმა, ხუან ხესუს ვივასმა თქვა, რომ ქალაქის მორგმა 88 ცხედარი მიიღო, მათ შორის, მათი ცხედრებიც, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიგრანტთა მსხვილ შეჭრამდე სცადა ესპანეთში უკანონოდ შესვლა.

ცნობისთვის, ესპანეთში შესული უკანონო მიგრანტების ეს რაოდენობა უპრეცედენტოა - 2021 წლის საიმიგრაციო კრიზისის დროს ორი დღის განმავლობაში სეუტაში შეღწევა დაახლოებით 8 000-10 000-მა მიგრანტმა შეძლო.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთში შეტევა იყო უნივერსიტეტზე, სადაც დრონებს აპროექტებენ

რუსეთში შეტევა იყო უნივერსიტეტზე, სადაც დრონებს აპროექტებენ

ტვ პირველი

რუსეთის პატრიარქმა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა

რუსეთის პატრიარქმა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა

ტვ პირველი

საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაღუპულები

საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაღუპულები

ტვ პირველი

თბილისში უცხოელი სცემეს, გაიტაცეს ტელეფონები და თანხა

თბილისში უცხოელი სცემეს, გაიტაცეს ტელეფონები და თანხა

ტვ პირველი