
29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგია | TV პირველი
კორუფციის მკვლევარებს აქვთ ეჭვი, რომ 29 მილიონამდე ლარს სახელმწიფო შესყიდვა სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილი მიერ დაფუძნებულ კომპანიას მოარგეს - ამ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას ექსპერტებს ტენდერის ქრონოლოგია აძლევს.
საქმე ეხება სახელმწიფო უწყებებისთვის 319 ავტომობილის შესყიდვას.
სპეციალისტების ვარაუდით, თავდაპირველად, ივნისში გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რადგან ექს მინისტრის შვილის, დავით ხეჩიკაშვილის კომპანია, შპს "კავკასუს მოტორსი" მთავარ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა, - [არ ქონოდა ამერიკული ან ევროპული ქრაშ ტესტი - უსაფრთხოები ტესტი] ამის შემდეგ კი, ორ კვირაში ცენტრალური შესყიდვების ორგანო აცხადებს ბაზრის კვლევას, რომელიც მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მალევე გამოცხადდა ახალი შესყიდვა, თუმცა პირობები შეიცვალა - ხელახლა გამოცხადებულ შესყიდვაში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, სადაც აღარ ეწერა, რომ ევროპული სერტიფიკატი იყო საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ხეჩიკაშვილის დაფუძნებული კომპანია თავდაპირველად აპირებდა სახელმწიფოსთვის "მიცუბიში L 200" მოდელები მიეწოდებინა, ექსპერტების თქმით, სწორედ ამ ავტომობილებზე არ ჰქონა "კავკასუს მოტორს" ამერიკული და ევროპული "ქრაშ ტესტის" სერთიფიკატი.
"პრველები" დავით ხაჩიკაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან TV პირველის კითხვებს არ უპასუხა.
თუ ამ ყველაფერს ქრონოლოგიაში შევხედავთ, კომოაბიას არ გქინდა კონკრეტულ მოდელზე უსაფრთხოების ტესტები. ტენდერი თვითონვე შეწყვიტეს, შემდეგ ცვლილება გააკეთეს. ტენდერიდან ცვლილებებამდე რამდენიმე საათია. გვაქვს ეჭვი, რომ ისევ იგივე კომპანოა მიიღებს [ახალ ტენდერში] მონაწილეობას და წარადგენს იმ ლათინო-ამერიკულ ტესტებს, რომელიც უკვე ჩამატებული და მოთხოვნილია - აქ ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მხოლოდ ერთ დანართში შეიცვალა ეს ტესტი, მეორე და მესამე კლასის ავტომობილებში ჩატოვეს იგოვე. პირობების შეცვლის შემდეგ, კომპანია, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო, მარტივად მოიგებს ტენდერს. ამ კომპანიისა და "ქართული ოცნების" კავშირებთან დაკავშირებითყველაფერი ხილულია. ხეჩიკაშვილი გვინახავს, რომ სადმე ოპოზიციურ აზრს გამოხატავდეს? - ეს არის ადამიანი, რომელიც "ოცნების" ხელისუფლების პირობებში იყო მაღალ თანამდებობაზე, იყო სპორტის მინისტრი. პოსტიდან წასვლის შემდეგ, მისი კომპანია სისტემატიურად იგებს ტენდერებს. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანსა და "ქართულ ოცნებას" შორის არსებობს გარკველი გარიგება"- აცხადებს კოალიცია "ცვლილებისთვის " წევრი, კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge