
ზარდიაშვილის მოხსნის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, სუს-მა სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლები გამოკითხა
სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები.
სუს-ი იკვლევს რა გახდა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის მიზეზი.
გამოკითხვების პროცესი კი დროში ემთხვევა ვანო ზარდიაშვილის პოსტიდან სავარაუდოდ წასვლას. ოფიციალურად ის შვებულებაშია, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ მდინარაძის კადრი თანამდებობიდან მოხსნეს.
ამასთან, გაირკვა ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოადგილედ დავით ვარდიაშვილი მოადგილედ დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე აზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ფაქტს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, თუმცა უწყების პიარში არ პასუხობენ კითხვას სუს-ში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამრომლების გამოკითხვასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge