
TOP 10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა
ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასმა, რასაც საქსტატი ინფლაციის გაანგარიშებისას ითვლის, საშუალოდ 5.5%-ით მოიმატა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგმა ფაქტორებმა: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასი გაიზარდა 14%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასის მატებაა 8.3%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 4.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები:
წიწაკა: +58%; საზამთრო: +56%; გაზეთი: +41%; დიზელის საწვავი: 36%; ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი: 35%; მსხალი: 35%; კიტრი: +35%; ქალის ზამთრის ფეხსაცმელი: +31%; ქალის ფეხსაცმლის შეკეთება: +30% ; ხახვი: +30%;
ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტები:
ნიორი: -31.6%; მანდარინი: -31%; ინტერნეტის გადასახდელი: -22%; ფორთოხალი: -21%; ლიმონი: -21%; კარტოფილი: -18%; კივი: -18% ; ტელევიზორი: -17%; მაცივარი: -17.11%; სარეცხი მანქანა: -15%
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge