მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. დაესწრება თუ არა თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობას - რა იციან პარტიაში | TV პირველი
დაესწრება თუ არა თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობას - რა იციან პარტიაში | TV პირველი

დაესწრება თუ არა თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობას - რა იციან პარტიაში | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

დაეწრება თუ არა “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას უკვე ყოფილი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა - პარტიაში ამბობენ, რომ არ არსებობს არგუმენტის, რომლის საფუძველზეც ბოკუჩავა 5 აგვისტოს ყრილობაზე არ იქნება.

გიორგი ბარამიძის თქმით, თარიღი სწორედ იმის გამო შეირჩა, რომ ბოკუჩავა ნამდვილად თბილისში ყოფილიყო და გასაკვირი იქნება, თუ ის ვერ მოახერხებს, ან არ ისურვებს ყრილობაზე დასწრებას.

ძალიან უცნაური იქნება, თუ არ დაესწრება, მე მოლოდინი მაქვს, რომ დაესწრება, მითუმეტეს, გენერალურმა მდივანმაც ილაპარაკა და თინასაც არ უარყვია, რომ სწორედ იმის მიხედვით შეირჩა საბოლოოდ ყრილობის თარიღი, რომ ის ნამდვილად თბილისში ყოფილიყო. თუმცა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ქობულეთიდან თბილისში ჩამოსვლა პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე დასასწრებად არ იყო შესაძლებელი. 5 -ში, როგორც ვიცი, თინა ფიზიკურად თბილისშია და ძალიან გამიკვირდება, კიდევ უფრო გამიკვირდება, მან რომ ვერ მოახერხოს, ან არ ისურვოს, მისი პარტიის ყრილობაზე მოსვლა, - ამბობს ბარამიძე.

“ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-13 ყრილობა 5 აგვისტოს, 13:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება თავად ბოკუჩავას პოზიციას - პოლიტიკოსი 2 დღის წინ ამბობდა, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, დაესწრება თუ არა 5 აგვისტოს ჩანიშნულ ყრილობას. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმ პასუხებზე, რასაც ის პარტიის გენერალური მდივნისგან, პეტრე ცისკარიშვილისგან მიიღებს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ტვ პირველი

ტრამპის თქმით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდება

ტრამპის თქმით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდება

ტვ პირველი

"ჩაბნელება, რომელიც ორჯერ მოხდა საქართველოში, ივანიშვილის პასუხისმგებლობაა" - ლაშა ფარულავა

"ჩაბნელება, რომელიც ორჯერ მოხდა საქართველოში, ივანიშვილის პასუხისმგებლობაა" - ლაშა ფარულავა

ტვ პირველი

"ზარდიაშვილთან დაპირისპირება ჩემთან დაპირისპირებაა"- "ოცნების" ყოფილი წევრი იხსენებს, როგორ "იცავდა" მდინარაძე "პროტეჟეს"

"ზარდიაშვილთან დაპირისპირება ჩემთან დაპირისპირებაა"- "ოცნების" ყოფილი წევრი იხსენებს, როგორ "იცავდა" მდინარაძე "პროტეჟეს"

ტვ პირველი