მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ადასტურებს, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

TV პირველი: ვანო ზარდიაშვილმა დატოვა თანამდებობა?

დავით ნარმანია: არ ვიცი, ვერ გეტყვით...

TV პირველი: ვანო ზარდიაშვილი ახლა შვებულებაშია თუ...

დავით ნარმანია: არ მაქვს ინფორმაცია სიმართლე გითხრათ. ჩვენ ხომ არ გვექვემდებარება!

TV პირველი: [დავით] ვარდიაშვილი დანიშნეს მოადგილედ, ამაზე თუ გაქვთ იმფორმაცია?

დავით ნარმანია: მოვალეობის შემსრულებლად რომ დაინიშნა ამაზე კი ბატონო, საქმის კურსში ვართ.

ცნობისთვის, „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ხელმძღვანელის ელექტროსისტემაში გადაყვანის ამბავი ელექტროსისტემის პრესსამსახურში "პირველებს" ოფიციალურად დღის პირველ ნახევარში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ დავით ვარდიაშვილი დირექტორის მოადგილედ იყო დანიშნული.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ვარდიაშვილი მალე ზარდიაშვილის ფუნქციებს სრულიად გადაიბარებს.

ოპოზიციისა და მედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშერომლებს, ისინი "პირველებს" უდასტურებენ, რომ სუს-მა რამდენიმე მათგანი გამოკითხა. კითხვები სავარაუდოდ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ოპოზიცია ამბობს, რომ ზარდიაშვილის თანამებობა შესაძლოა მამუკა მდინარაძესთან ახლობლობას შეეწირა.

ამავე თემაზე:

"ზარდიაშვილთან დაპირისპირება ჩემთან დაპირისპირებაა"- "ოცნების" ყოფილი წევრი იხსენებს, როგორ "იცავდა" მდინარაძე "პროტეჟეს"

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვეფხია კასრაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

ვეფხია კასრაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

ტვ პირველი

საიამ სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე დავაზე „ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე დავაზე „ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

ტვ პირველი

"ერთმანეთს ხოცავენ" - "ოცნება" ენმ-ში მიმდინარე პროცესებით კმაყოფილია

"ერთმანეთს ხოცავენ" - "ოცნება" ენმ-ში მიმდინარე პროცესებით კმაყოფილია

ტვ პირველი

29 მილიონიან შესყიდვაში წინადადების მიღება დასრულებულია

29 მილიონიან შესყიდვაში წინადადების მიღება დასრულებულია

ტვ პირველი