მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. კობახიძე ზარდიაშვილზე საუბრობს
კობახიძე ზარდიაშვილზე საუბრობს

კობახიძე ზარდიაშვილზე საუბრობს

ტვ პირველი3 აგვისტო, 2026, 16:29|tvpirveli.ge

ირაკლი კობახიძე ვანო ზარდიაშვილის მიერ სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ გავეცელებულ ცნობებს ეხმაურება.

კობახიძემ ზარდიაშვილი შეაქო და თქვა, რომ მასი საქმიანობა წარმარტებული იყო. "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში უამრავი თანხა დაიზოგა.

„მე ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში მიიღება. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიკურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს. შესაბამისად, მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით, მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, ეკონომიკის სამინისტროში მიიღება ეს გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ამაში, მე არ ჩავერევი“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციისა და მედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.

ელექტროსისტემაში გადაიყვანეს და ვანო ზარდიაშვილის მოადგილედ დაინიშნა „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ვარდიაშვილი მალე ზარდიაშვილის ფუნქციებს სრულიად გადაიბარებს.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშერომლებს, ისინი "პირველებს" უდასტურებენ, რომ სუს-მა რამდენიმე მათგანი გამოკითხა. კითხვები სავარაუდოდ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ოპოზიცია ამბობს, რომ ზარდიაშვილის თანამებობა შესაძლოა მამუკა მდინარაძესთან ახლობლობას შეეწირა.

ამავე თემაზე:

"ზარდიაშვილთან დაპირისპირება ჩემთან დაპირისპირებაა"- "ოცნების" ყოფილი წევრი იხსენებს, როგორ "იცავდა" მდინარაძე "პროტეჟეს" სემეკის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რეაგირება საჭირო ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე – კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძისთვის "გაუგებარია" აშშ-ის საელჩოს შეშფოთება სიძულვილის ენის სამმართველოს გამოფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებაში არ დავუშვათ სიძულვილის გავრცელება, ჩვენი სურვილია, აშშ-თან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციასრუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით - უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებსიმედი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენ

ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენ

ტვ პირველი

მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი ტიპის კატაკლიზმები - “ოცნება“ შოვის ტრაგედიაზე

მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი ტიპის კატაკლიზმები - “ოცნება“ შოვის ტრაგედიაზე

ტვ პირველი

კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკას  „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა

კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკას „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა

ტვ პირველი

სპეციალისტები ითხოვენ პასუხს, სად არის ადრეული გაფრთხილების სისტემები

სპეციალისტები ითხოვენ პასუხს, სად არის ადრეული გაფრთხილების სისტემები

ტვ პირველი