მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა

კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა

ტვ პირველი3 აგვისტო, 2026, 16:52|tvpirveli.ge

ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა - "ქართული ოცნების" ლიდერმა განაცხადა, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება საჭიროა.

ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.

"ჩვენ ამ კანონპროექტზე როგორც ასეთი ჯერ არ გვიმსჯელია, ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. თქვენ იცით რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის და ამისათვის იქნა მიღებული შესაბამისი კანონები და თქვენ იცით, რომ ესეც კი გააპროტესტეს. კანონი, რომელიც ემსახურება სიძულვილის თავიდან არიდებას ჩვენი საზოგადოებისთვის, ესეც კი ღიად გააპროტესტეს. ვინც გააპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან, ხელოვნურად თესავენ სიძულვილს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების შეურაცხყოფას,საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფას, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი, კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და მათი დაკვეთის არსი არის მარტივი - მათ უნდა სცადონ ჩვენი ეროვნული იდენტობის შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, რა თქმა უნდა, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა." - ამბობს კობახიძე ჟურნალისტებთან.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • "თუ რამემ გადაარჩინა საქართველო, ეს  არის ეროვნული იდენტობა და მისი დაცვა, რაც უფრო მეტად დავიცავთ ეროვნულ იდენტობას, მით უფრო მეტად დავიცავთ სუვერენიტეტს" - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგებაიმედი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

ტვ პირველი

ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენ

ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენ

ტვ პირველი

მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი ტიპის კატაკლიზმები - “ოცნება“ შოვის ტრაგედიაზე

მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი ტიპის კატაკლიზმები - “ოცნება“ შოვის ტრაგედიაზე

ტვ პირველი

კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკას  „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა

კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკას „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა

ტვ პირველი