
2 დღე ენმ-ის ყრილობამდე — ღონისძიება სავარაუდოდ მოქმედი თავმჯდომარის გარეშე ჩაივლის
ყრილობაზე თინა ბოკუჩავას ელიან, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, ექს-თავმჯდომარე არ აპირებს დაესწროს სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის მე-13-ე ყრილობას. "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი ელოდება როდის გაუგზავნიან პოლიტსაბჭოს ოქმს. ბოკუჩავას აინტერესებს, ნამდვილად შედგა თუ არა კვორუმი, რის საფუძველზეც ხუთი აგვისტოს ყრილობა ჩაინიშნა.
პარტია ახლა დიდი შეკრებისთვის ემზადება. პარტიაში მასშტაბურ რეფორმებს აანონსებენ. მმართველობის სტილი სრულად იცვლება. "ნაციონალურ მოძრაობას" თავმჯდომარე აღარ ეყოლება. აირჩევა 7 ან 9 კაციანი საბჭო. ამ საბჭოდან კი გამოირჩევა ის, ვინც ტექნიკურ ხელმძღვანელობას გაუწევს პარტიას.
"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს პარტიის შიდა ტრანსფორმაციას და არა მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს. აქცენტი კეთდება წევრობის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, გამჭვირვალობასა და შიდა სამართლიანობაზე. ცვლილებების მთავარი ამოცანა დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნებაა.
დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge