მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "მონიტორის" Facebook გვერდი წაიშალა -ვის არ აწყობდა "ქოლ-ცენტრების" შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გასაჯაროება?
"მონიტორის" Facebook გვერდი წაიშალა -ვის არ აწყობდა "ქოლ-ცენტრების" შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გასაჯაროება?

"მონიტორის" Facebook გვერდი წაიშალა -ვის არ აწყობდა "ქოლ-ცენტრების" შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გასაჯაროება?

ტვ პირველი3 აგვისტო, 2026, 20:41|tvpirveli.ge

სტუდია "მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტის მიერ მომზადებული რეზონანსული რეპორტაჟის ანონსის გამოქვეყნებისთანავე მედიაპლატფორმაზე ორკესტრირებული შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც Meta-მ სტუდია "მონიტორის" ოფიციალური Facebook-გვერდი გააუქმა.

მედიაპლატფორმის გვერდზე განთავსებული რეპორტაჟის ანონსიდან დგინდება,რომ სტუდია "მონიტორის" გუნდის მიერ მომზადებული ახალი, რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში მოქმედ ე.წ. "ქოლ-ცენტრებსა" და თაღლითურ სქემებს ეხება. როგორც რედაქციაში აცხადებენ, სწორედ ამ მამხილებელი მასალისა და მისი ანონსის გავრცელებას მოჰყვა კოორდინირებული კიბერშეტევა და ხელოვნური დარეპორტების კამპანია.

ჩნდება კითხვა - ვის არ აწყობდა "ქოლ-ცენტრების" შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გასაჯაროვება? მედიაპლატფორმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ქმედებები პირდაპირ კავშირშია მათ მიერ მომზადებულ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებთან, მათ შორის არალიცენზირებული ონლაინ-კაზინოების ქსელებთან, შესაძლო თაღლითურ სქემებსა და გავლენიან პირებთან დაკავშირებულ გამოძიებებთან. მედიაში მიიჩნევენ, რომ Meta-ს მხრიდან დასახელებული მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევა უსაფუძვლოა და მიმდინარე შეტევა პირდაპირ კავშირშია მათ მიერ მომზადებულ რეზონანსულ საგამოძიებო თემებთან.

დეტალებით ირაკლი ბახტაძე

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩვენ ვმუშაობთ ["ოპოზიციური ალიანსის"] 6-პუნქტიანი გეგმის შესაძლო განვრცობაზე" - ვიქტორ ყიფიანი

"ჩვენ ვმუშაობთ ["ოპოზიციური ალიანსის"] 6-პუნქტიანი გეგმის შესაძლო განვრცობაზე" - ვიქტორ ყიფიანი

ტვ პირველი

"მონიტორის" Facebook გვერდი აღდგა

"მონიტორის" Facebook გვერდი აღდგა

ტვ პირველი

ხაბეიშვილი ჩამოთვლის მიზეზებს, რის გამოც, მისი თქმით, ივანიშვილის და მდინარაძის გზები გაიყო

ხაბეიშვილი ჩამოთვლის მიზეზებს, რის გამოც, მისი თქმით, ივანიშვილის და მდინარაძის გზები გაიყო

ტვ პირველი

ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის სრულად მოხსნა და უარი ბირთვულ შეიარაღებაზე - რა შემთხვევაში შეწყვეტს აშშ ირანთან ომს

ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის სრულად მოხსნა და უარი ბირთვულ შეიარაღებაზე - რა შემთხვევაში შეწყვეტს აშშ ირანთან ომს

ტვ პირველი