მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 11 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 11 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 11 პირს ბრალდება წარუდგინა

ტვ პირველი3 აგვისტო, 2026, 18:41|tvpirveli.ge

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე თერთმეტ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - ,,მარიხუანას", ,,მეთადონს", მცენარე ,,კანაფს", ,,მეფედრონს", ,, ლიზერგიდს", ,,კოკაინს" და ,,ჰაშიშს". ბრალდებულების ნაწილმა დიდი და განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი" და ,,მარიხუანა" რეალიზაციის მიზნით დააფასოვა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. ასევე, ორმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და „ბ" და მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260 კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", მე-5 ნაწილის ,,ა", „ბ" და მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 265 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა და მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავაიმედი
  • ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →დაკავებული →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი

BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

ტვ პირველი

ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენ

ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენ

ტვ პირველი

მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი ტიპის კატაკლიზმები - “ოცნება“ შოვის ტრაგედიაზე

მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი ტიპის კატაკლიზმები - “ოცნება“ შოვის ტრაგედიაზე

ტვ პირველი