
ღარიბაშვილის წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანაში უმძიმესი მაფიოზური მმართველობაა - ოპოზიცია
ტვ პირველი|tvpirveli.ge
ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური წერილი - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ “ქვეყანაში უმძიმესი მაფიოზური მმართველობაა“.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ შიდა გავლენიან ჯგუფებში კლანური დაპირისპირებისა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არის.
ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ შიდა გავლენიან ჯგუფებში კლანური დაპირისპირებისა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არის და ეს ყოველთვის არის იმის მანიშნებელი, რომ „ქართულ ოცნებაში“ დღეს ჯანსაღი ვითარება არ არის. არაა ისე, როგორც თავად აღიქვამენ და საუბრობენ, რომ ოპოზიციას ანადგურებენ მოწინავე ძალა არიან და კონკურენტი არ ჰყავთ. თქვენ ხედავთ, რომ შიდა არაჯანსაღი პროცესები პირდაპირი გამოხატულებაა იმის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც თავად „ქართულ ოცნებაში“ ხდება ბევრად უფრო ნათელი უნდა გახდეს და ღარიბაშვილიც უფრო მკაფიო უნდა იყოს ამ თავის განცხადებაში. მე არ მგონია, რომ რაღაც გმირობის აქტს შეიძლება ჰქონდეს მისი მხრიდან ადგილი თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც საგანგაშოა, რადგან მის ოჯახს ეხება საქმე და ამ დროს მკაფიოობა არის ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
“ლელო ძლიერი საქართველოს“ წვერის, ლევან სამუშიას თქმით, სისტემა, რომელიც შექმნილია, არავის არ ინდობს და ის მუქარა, რაზედაც ღარიბაშვილი საუბრობს, ბუნებრივია, გამოძიების დაწყების საგანი და ყურადსაღები ამბავია.
ქვეყანაში არის უმძიმესი მაფიოზური მმართველობა, ღარიბაშვილის გამოქვეყნებული წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება ამის შესახებ, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობს ღიად მისი ოჯახის შესახებ შესაძლო მუქარებთან დაკავშირებით. ეს კორუფციული ჭაობი და მაფიოზური მმართველობა ქვეყანაში შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ღარიბაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის უახლოესი პიროვნება, მაგრამ ვინც კი ამ კორუფციულ მორევში, კორუფციულ მმართველობაში და მაფიოზურ მმართველობაში არის ჩართული, სისტემა, რომელიც შექმნილია, არავის არ ინდობს. ცალსახაა, რომ ღარიბაშვილი საუბრობს მისი ოჯახის მიმართ შესაძლო სავარაუდო მუქარაზე, რაც არის ცალკე ყურადღების საკითხი და ბუნებრივია, გამოძიების დაწყების საგანი თუ სამართლებრივად შევხედავთ“.- განაცხადა სამუშიამ.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge