მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - სამგზავრო ავტობუსში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ
ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - სამგზავრო ავტობუსში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ

ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - სამგზავრო ავტობუსში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ

ტვ პირველი31 აგვისტო, 2026, 10:01|tvpirveli.ge

თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსში, რომელიც ავარიაში მოყვა, საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში "პირველებს" უთხრეს, "რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით".

30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით"- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ "პირველებისთვის" გამოგზავნილ წერილობით კომენტარში.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მიმავალი ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი რეანიმაციაშია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ღამით დრონებით იერიშები მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ღამით დრონებით იერიშები მიიტანა

ტვ პირველი

ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა - ცეცხლი თბოელექტროსადგურსა და Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრში გაჩნდა

ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა - ცეცხლი თბოელექტროსადგურსა და Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრში გაჩნდა

ტვ პირველი

ჩრდილოეთ კვიპროსში გემი ამოტრიალდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩრდილოეთ კვიპროსში გემი ამოტრიალდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ტვ პირველი

ნეპალში მაშველები ჰესების გვირაბებში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ - სტიქიას უკვე 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში მაშველები ჰესების გვირაბებში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ - სტიქიას უკვე 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ტვ პირველი