მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. 13 წლის მოზარდი, რომელსაც ელვამ დაარტყა, კლინიკაში რჩება
13 წლის მოზარდი, რომელსაც ელვამ დაარტყა, კლინიკაში რჩება

13 წლის მოზარდი, რომელსაც ელვამ დაარტყა, კლინიკაში რჩება

ტვ პირველი31 აგვისტო, 2026, 10:29|tvpirveli.ge

მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს დაშავებული მოზარდები თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობას.

ცნობილია, რომ 29 აგვისტოს, მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს, ელვამ 13 წლის მოზარდს, შოთიკო მექვაბიშვილს დაარტყა. „ქართლის ამბების“ ცნობით, ძლიერმა მუხტმა მას გულმკერდის არე დაუზიანა და ფეხის ქუსლი გაუხეთქა. მინდორში მის გვერდით მყოფი გოდერძი ელოშვილი კი ძლიერმა ტალღამ ძირს დააგდო, ბავშვს ხელიდან ჯოხიც კი გაუვარდა.

რა მოხდა იმ დღეს და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ „ქართლის ამბებს“ დეტალურად ბავშვების ახლობელი, მანო გიგოლაშვილი უყვება. ბავშვები მისი ძმის, გიგო გიგოლაშვილის ფერმაში იმყოფებოდნენ.

როგორც მანო გიგოლაშვილი ამბობს, შოთიკო მექვაბიშვილი და გოდერძი ელოშვილი იმ დღეს გიგო გიგოლაშვილს საქონლის ჩამოყვანაში ეხმარებოდნენ. ბავშვებს იქ ყოფნა განსაკუთრებით უხაროდათ, საქონლის მოვლასთან ერთად ცხენითაც ერთობოდნენ და დროს ხალისიანად ატარებდნენ.

,,წვიმა რომ დაიწყო, ბავშვები ეკლესიაში შესულან. ჩამქრალი სანთლები დაუნთიათ. თან პირჯვარი გადაუწერიათ. გიგო ზევით წასულა, საქონელი უნდა გამოერეკა. ბავშვებიც გამოვიდნენ ეკლესიიდან, რომ გიგოს დახმარებოდნენ. უცბად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო.

„ცა ძალიან განათდაო. გოდე იხსენებს, რომ თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ჯოხიც ხელიდან მქონდა გადავარდნილიო. დაუნახავს, რომ შოთიკო გულწასული იყო, მაისური მაღლა ჰქონდა აწეული. გოდე ყვიროდა - შოთიკო, შოთიკო! შემდეგ ყვირილით სოფლისკენ გაიქცა, რათა ვინმე ეპოვა დასახმარებლად.

,,გოდეს გზაში თანასოფლელი გიორგი ჭაღინაშვილი შეხვდა მანქანით. ამასობაში გიგოც გამოჩნდა, დაუნახავს უგონოდ მყოფი შოთიკო, ხელშიაყვანილი მოჰყავდა. სხეული ცივი ჰქონდაო ბავშვს. გულწასული შოთიკო ბიჭებმა მანქანით მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებისკენ წაიყვანეს, სადაც პოლიციელებმა იყოჩაღეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად გამოიძახეს.'' - უყვება ,,ქართლის ამბებს'' მანო გიგოლაშვილი.

ელვისგან დაშავებული ბავშვი თავდაპირველად გორის ,,გორმედში'' მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მანო გიგოლაშვილი ამბობს, რომ იმ მძიმე წუთებში ოჯახმა განსაკუთრებით იგრძნო ღვთის წყალობა.

„მართლა სასწაულმა გადაგვირჩინა ბავშვები. უფლის გვერდში დგომა ვიგრძენით.'' - ამბობს მანო და მიმართავს მოზარდების მშობლებს, რომ უნდა იამაყონ ვაჟკაცი შვილებით.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა

ტვ პირველი

სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობს

ტვ პირველი

თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, აღარ შეიქმნება

თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, აღარ შეიქმნება

ტვ პირველი

ლილუაშვილის საქმე - სასამართლოში წერილობით მტკიცებულებებს და ვიდეო-ჩანაწერებს გამოიკვლევენ

ლილუაშვილის საქმე - სასამართლოში წერილობით მტკიცებულებებს და ვიდეო-ჩანაწერებს გამოიკვლევენ

ტვ პირველი