მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

ტვ პირველი31 აგვისტო, 2026, 15:08|tvpirveli.ge

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე, გადამწყვეტ რაუნდშია. ოლეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და ახლა მთავარი მიზნისთვის, ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრების მეორე შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ დღეს, დღეს, 22:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა უკვე გამართა, მონტენეგროს 28 აგვისტოს თბილისში დაუპირისპირდა და მეტოქე 101:74 დაამარცხა.

ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრები 12 კალათბურთელით იასპარეზებს.

ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ბურთების სხვაობას მიენიჭება, რაც თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

საქართველოს ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები ელოდება.

დღეს პორტუგალიასთან შეხვედრით გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ ბრძოლას აგრძელებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიგა ავალიანის საქმე - პროკურორი განმარტავს, რა მტკიცებულებები აქვთ გიორგი მალანიას წინააღმდეგ

გიგა ავალიანის საქმე - პროკურორი განმარტავს, რა მტკიცებულებები აქვთ გიორგი მალანიას წინააღმდეგ

ტვ პირველი

აფხაზი ბლოგერის საქმე - ადვოკატი საეჭვო გარემოებას ასახელებს

აფხაზი ბლოგერის საქმე - ადვოკატი საეჭვო გარემოებას ასახელებს

ტვ პირველი

ახალქალაქში 3 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

ახალქალაქში 3 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

ტვ პირველი

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი კლინიკაშია მოთავსებული

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი კლინიკაშია მოთავსებული

ტვ პირველი