
გია ბუღაძე „უცნობის“ AI ვიდეოებზე: მათი გეგმაა, არავინ იყოს ავტორიტეტი და ყველაფერი არარაობად აქციონ
მხატვარი გია ბუღაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი „უცნობის“ მიერ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოებს ეხმაურება, რომლებშიც პროტესტში ჩართულ ხელოვანებს, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს დასცინიან. ბუღაძის შეფასებით, მსგავსი კამპანიის მიზანი საზოგადოებისთვის ავტორიტეტებისა და ფასეულობების გაუფასურება და დაცინვის ობიექტად ქცევაა.
მისი თქმით, ხელისუფლების პროპაგანდის ამოცანაა შექმნას განცდა, რომ ქვეყანაში „არავინ ავტორიტეტი არ არის“ და ყველაფერი, რითაც ქართველმა შეიძლება იამაყოს, მნიშვნელობას მოკლებულია.
ამათ, ქოცებს, ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ აჩვენონ, რომ არავინ ავტორიტეტი არ არის, არავის არავითარი ფასი არ აქვს და ყველას გაშაყირება, გამაიმუნება და გამამაძაღლება შეიძლება. ეს არის ამათი თვისება - ყველაფერი იყოს არარაობა. ამიტომ, რეალურად, ეს არის მათი გეგმა, რომ რეალურად ამ ქვეყნად თუკი რაიმე ფასეული არსებობს, ეს ყველაფერი მოჩვენებაა. ამას აკეთებენ, რომ ქართველს არ ჰქონდეს ამის შეგრძნება, რომ რაღაცით იამაყოს. ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებზე იშაყირე, იმამაძაღლოდა იღლაბუცო?, - ამბობს გია ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" პროპაგანდისტმა "უცნობმა" ნანი ბრეგვაძეს და ფესტივალ Open Air-ს AI-ის მიერ გაკეთებული ვიდეო-რგოლით "დასცინა", რასაც საზოგადობის კრიტიკა მოჰყვა.
ამ ფონზე, "უცნობმა" კიდევ ერთი AI-ით შექმნილი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უკვე პროტესტში ჩართულ სხვა მომღერლებს, პოლიტიკოსებს და აქტივისტებს "დასცინის".
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge