მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "მე ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით"- კობახიძემ თორნიკე რიჟვაძეზე ისაუბრა | TV პირველი
"მე ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით"- კობახიძემ თორნიკე რიჟვაძეზე ისაუბრა | TV პირველი

"მე ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით"- კობახიძემ თორნიკე რიჟვაძეზე ისაუბრა | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"მე ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური არიან.

"შეგიძლიათ ყველა კითხვა დაუსვათ პროკურატურას, შეგიძლიათ ყველა კითხვა დაუსვათ თორნიკეს. მე ბევრ რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, ინტერესი, შეგიძლიათ თქვენც დასვათ კითხვები" - თქვა კობახიძემ

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა რიგით მეხუთე წერილში დაწერა, რომ კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს, არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა.

დაკავებული ექს-პრემიერი ბოლო წერილში ასახელებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტს და სვამს კითხვას „ასავალ-დასავალის“ იმ რესპონდენტის „გარდაცვალების რეალურ მიზეზზე“, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის "გაყიდვაში" ღიად ადანაშაულებდა.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ 12 თებერვალს საკანში შეუტანეს დიტო ჩუბინიძის მიერ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ირაკლი კობახიძე იყო გაკრიტიკებული და გადასცეს პრეტენზია, ხომ არ იდგა ის „ხსენებული სტატიის უკან“.

საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს, - აღნიშნულია ღარიბაშვილის წერილში.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გომისმთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გომისმთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ტვ პირველი

კობახიძემ შვაბნელი გაზეთი უწოდა "ასავალ-დასავალს", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს მადლობას უხდიდა

კობახიძემ შვაბნელი გაზეთი უწოდა "ასავალ-დასავალს", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს მადლობას უხდიდა

ტვ პირველი

რა იციან შესაძლო ცვლილებების შესახებ "ქართულ ოცნებაში"

რა იციან შესაძლო ცვლილებების შესახებ "ქართულ ოცნებაში"

ტვ პირველი

ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებს

ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებს

ტვ პირველი