მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

გულდასაწყვეტია იმ მდგომარეობაში უყურებდე მას [ირაკლი ღარიბაშვილს], რა მდგომარეობაშიც ჩაიგდო თავი, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს საპატიმროდან.

მისი მტკიცებით, ღარიბაშვილის განცხადებები არგუმენტაციას მოკლებულია.

გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ადამიანურად ნამდვილად გული მწყდება. 2012 წლიდან ერთად მოვდიოდით, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია იმ მდგომარეობაში უყურებდე მას, რა მდგომარეობაშიც ჩაიგდო თავი. 2012 წლიდან მოყოლებული ბევრი სირთულე გამოვიარეთ, გამოწვევას ვუპასუხეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რას ფიქრობს კობახიძეზე ღარიბაშვილი, სავარაუდოდ დღეს გაირკვევა - ექსპრემიერს ადვოკატი ხვდება

რას ფიქრობს კობახიძეზე ღარიბაშვილი, სავარაუდოდ დღეს გაირკვევა - ექსპრემიერს ადვოკატი ხვდება

ტვ პირველი

ბესელია ამბობს, რომ ღარიბაშვილს აქვს რესურსი მხილების სერიით შეიწიროს კობახიძე

ბესელია ამბობს, რომ ღარიბაშვილს აქვს რესურსი მხილების სერიით შეიწიროს კობახიძე

ტვ პირველი

ოზურგეთში სტიქიას ებრძვიან

ოზურგეთში სტიქიას ებრძვიან

ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნა

ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნა

ტვ პირველი