მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ბარამიძის საქმე და საბოტაჟის ბრალდება - იურისტები სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობენ | TV პირველი
ბარამიძის საქმე და საბოტაჟის ბრალდება - იურისტები სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობენ | TV პირველი

ბარამიძის საქმე და საბოტაჟის ბრალდება - იურისტები სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობენ | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში სერიოზული სამართლებრივი ხარვეზებია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეს ეხმაურება. საიას შეფასებით, პროკურატურა ცდილობს, ბარამიძის მიერ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები საბოტაჟად დააკვალიფიციროს და პოლიტიკოსის განცხადებებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შინაარსი მიანიჭოს.

პროკურატურა ვალდებულია, რომ დაასაბუთოს კონკრეტული მტკიცებულებები, თუ სახელმწიფოს რომელ საქმიანობაში შეეშალა ხელი ანუ რომელი საქმინობა ვერ განახორციელა. გარდა ამისა, აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშნელოვან და აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს განზრახვა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას. ანუ კონკრეტული განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საქართველოს დასუსტების მიზნით. ის ფაქტი, რომ კონკრეტული განცხადების შინაარსი არის მიუღებელი ან სადავო, არ არმოადგენს ამის მტკიცებულებას. რაც შეეხება სამშბლოს ღალატს, რომელიც ასევე ბრალში გვხვდება, აღნიშნული ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში არ ქმნის დამოუკიდებელი დანაშაულის შემადგენლობას. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ნორმას სამართლებრივზე მეტად აქვს პოლიტიკური თუ სოციალური მნიშვნელობა, - ამბობს საიას იურისტი ჯუბა ქათამაძე.

სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე კი ბარამიძისთვის საბოტაჟის ბრალის წაყენებას „სამართლებრივ აბსურდს“ უწოდებს. მისი განმარტებით, ისტორიულ მოვლენებზე გამოთქმული მოსაზრება, რამდენად მიუღებელიც უნდა იყოს ის, საბოტაჟის დანაშაულის ნიშნებს ვერ აკმაყოფილებს.

32 წლის წინანდელ გამოცდილებაზე ისტორიულ გადაცემაში მოსაზრების გამოთქმა, რაც არ უნდა დაუსაბუთებელი, მიუღებელი, შეურაცხმყოფელი იყოს, არ წარმოადგენს დანაშაულს საერთოდ და მითუმეტეს - საბოტაჟს. საბოტაჟის მუხლის შემადგენლობა არის ძალიან კონკრეტული და ეს გულისხმობს სახელმწიფო საწარმოებების, დაწესებულებების ინფრასტრუქტურის დაზიანებას, მისი საქმიანობისთვის არსებით ხელშეშლას და ისეთი სუბიექტური ელემენტის არსებობას, როგორიც არის ქვეყნის დასუსტების ელემენტი. ეს გარემობები შეუძლებელია არსებობდეს, როცა კონკრეტული აზრის და გამოთქმული მოსაზრების შეფასება ხდება. ამიტომ, ეს არის სრული სამართლებრივი აბსურდი. ეს არის მუხლი, რომელსაც "ქართული ოცნება" ძალიან ფართოდ, სამართლებრივი სიზუსტეების გარეშე იყენებს და პრინციპში, მათი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების დევნა და განადგურება, - ამბობს სამართლიანოს ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ს ლიდერს, დაკავებულ გიორგი ბარამიძემ აღკვეთის ღონისძიებსი სახით 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგიიმედი
  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
ბრალდება →სამართლებრივი →

მსგავსი სტატიები

ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძეს

ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძეს

ტვ პირველი

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ტვ პირველი

ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - TI-ის კვლევა

ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - TI-ის კვლევა

ტვ პირველი

ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი

ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი

ტვ პირველი