მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. მერცის მრჩეველი, ბორის ჯონსონი და ევროპელი მაღალჩინოსნები რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ | TV პირველი
მერცის მრჩეველი, ბორის ჯონსონი და ევროპელი მაღალჩინოსნები რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ | TV პირველი

მერცის მრჩეველი, ბორის ჯონსონი და ევროპელი მაღალჩინოსნები რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ბორის ჯონსონის მატარებელთან ახლოს რუსულმა დრონმა სხვა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყა. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი გიუნტერ ზაუტერი უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით სპეციალური მატარებლით გადაადგილდებოდნენ.

დრონის იერიში პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში განხორციელდა. თავდასხმის შემდეგ, ახალი დარტყმის საფრთხის გამო, სპეციალური მატარებელი გააჩერეს და მგზავრების ნაწილი საევაკუაციოდ მოამზადეს. მოგვიანებით განგაში გაუქმდა - დამატებითი დრონები აღარ დაფიქსირებულა.

მატარებელში ჯონსონისა და ზაუტერის გარდა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ბუნდესტაგის დეპუტატები, დიპლომატები და მეცნიერებიც იმყოფებოდნენ. ისინი კიევიდან ბრუნდებოდნენ, სადაც უკრაინის ხელისუფლებასთან რუსეთის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხიც განიხილეს.

შემთხვევის შედეგად სპეციალური მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ფრიდრიხ მერცის მრჩეველი და ბორის ჯონსონი რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენფორმულა
  • პოლონეთში განაცხადეს, რომ უკრაინაზე მორიგი იერიშის დროს რუსულ დრონებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვევიათიმედი
  • რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორებიBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
რუსული →

მსგავსი სტატიები

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში - დაჭრილია 24 წლის კაცი

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში - დაჭრილია 24 წლის კაცი

ტვ პირველი

ოთხწლიანი „მშენებლობა“ და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - რა ხდება დმანისში

ოთხწლიანი „მშენებლობა“ და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - რა ხდება დმანისში

ტვ პირველი

ბელარუსების ჩვენების საფუძველზე ქართველი ქალი პასუხისგებაში მისცეს - რა მოხდა კრწანისში?

ბელარუსების ჩვენების საფუძველზე ქართველი ქალი პასუხისგებაში მისცეს - რა მოხდა კრწანისში?

ტვ პირველი

"ოცნებამ" წარმატებული ემიგრანტები დააჯილდოვა - არაფერი თქმულა საზღვარგარეთ საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე

"ოცნებამ" წარმატებული ემიგრანტები დააჯილდოვა - არაფერი თქმულა საზღვარგარეთ საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე

ტვ პირველი