მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი
ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი

ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი

ტვ პირველი14 სექტემბერი, 2026, 10:52|tvpirveli.ge

საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიების მიმართ აშშ-ის სანქციების დაცვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მიანიშნა, რომ ირანელი ტურისტებისთვის საქართველო ერთადერთი შესაძლო მიმართულება არ არის.

დიპლომატის თქმით, ბოლო დღეებში ირანელი ტუროპერატორები საელჩოს საქართველოს მიმართულებით მოგზაურობის გაგრძელების საკითხზე მიმართავენ. მოჯანი აცხადებს, რომ ირანი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას, თუმცა ტურისტებიც არჩევანს უსაფრთხოების, ფასის, კომფორტისა და „ურთიერთპატივისცემის“ გათვალისწინებით გააკეთებენ.

„ჩვენი პასუხი ნათელია: საქართველო უდავოდ შავი ზღვის სანაპიროზე ირანელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება იყო - ულამაზესი ქვეყანა, გამორჩეული ბუნებით, მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, წყაროებითა და მინერალური წყლებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მრავალ ირანელ ტურისტს მასპინძლობდა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს, ქართველ ხალხსა და ამ ქვეყნის დამოუკიდებელ არჩევანს. საქართველოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას. ირანელები მოგზაურობის მიმართულების არჩევისას გადაწყვეტილებას მთელი რიგი მოსაზრებების საფუძველზე იღებენ, მათ შორის უსაფრთხოების, სიმარტივის, სარგებლის, ხარჯების, ურთიერთპატივისცემისა და ღირსების გათვალისწინებით. საქართველო ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი“, — წერს ალი მოჯანი.

მოჯანმა პოსტს შავი ზღვის რუკაც დაურთო, რომელზეც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანს. რუკა ირანის საელჩოს გვერდმაც გააზიარა, რასაც ქართველი სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

კომენტარებში კითხვაზე, შეიზღუდა თუ არა ტურიზმი და რატომ, ელჩმა მოკლედ უპასუხა: „ამერიკის დიდებისთვის!“

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დასანქცირებული ირანული ავიაკომპანიების მიმართ სანქციების რეჟიმს დაიცავს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • „ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურებაBM.GE
  • მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენიმედი
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
ირანის →

მსგავსი სტატიები

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ტვ პირველი

ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - TI-ის კვლევა

ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - TI-ის კვლევა

ტვ პირველი

დააკავეს 7 პირი, მათ შორის ქალები - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

დააკავეს 7 პირი, მათ შორის ქალები - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

ტვ პირველი

ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყას

ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყას

ტვ პირველი