მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება.

დღეს, 14 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება 12:00 საათზე გაფორმდება.

ჩვენი ინფორმაციით, საპროცესო ბურჭულაძესთან ერთად, ფორმდება მის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და და ვასილ მხეიძესთან, რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის ძოლის ძმაა.

ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული; გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს კი 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

რამდენიმე წუთის წინ, გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა, სალომე ივანიშვილმა "პირველებს" დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან საპროცესო შეთანხმება შედგა, თუმცა რა პირობები აქვს ბრალდების მხარეს, იურისტი ამას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

"პირველების" ინფორმაციით, გასულ კვირას რა შეთანხმებაც ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძესთან შედგა, სწორედ ამ პირობებით მოხდება ჯარის ძარცვის საქმეზე მსჯავრდებულ სამივე პირთან შეთანხმებაც.

გასულ კვირას ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ნათესავის, ვასილ მხეიძის წინააღმდეგ აღძრული ახალი სისხლის სამართლის საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ორივე მათგანს მიმდინარე წლის 8 სექტემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე წარედგინათ ბრალი.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი