მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"პირველებისთვვის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარი სიახლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ დაჭრილია 24 წლის მათე ბერიშვილი, მას რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნება.

TV პირველისთვის მოწოდებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი კი დროებით ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები პირია. როგორც წყარო გვიდასტურებს, ეს უკანასკნელი პოლიციას ამ ეტაპზე დაკავებული არ ჰყავს.

ადგილოვრივები ამბობენ, რომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როცა ბერიშვილთან სიტყვიერი დაპირისპირბა მოუვიდა, კონფლიქტი მალევა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 24 წლის ახალგაზრდა კაცის დაჭრით დასრულდა.

ბერიშვილს სასწრაფო ქირურგიული დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "პირველებს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცავების მიერ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოასწრო.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი