მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. სასამართლოში წერილი მიიტანეს: თავდაცვის სამინისტრო ბურჭულაძესთან საპროცესო გარიგების გაფორმებას დათანხმდა | TV პირველი
სასამართლოში წერილი მიიტანეს: თავდაცვის სამინისტრო ბურჭულაძესთან საპროცესო გარიგების გაფორმებას დათანხმდა | TV პირველი

სასამართლოში წერილი მიიტანეს: თავდაცვის სამინისტრო ბურჭულაძესთან საპროცესო გარიგების გაფორმებას დათანხმდა | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

თავდაცვის სამინისტრო ჯარის ძარცვის საქმეზე ბრალდებულ ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო გარიგების გაფორმებას დათანხმდა.

"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, სააპელაციო სასამართლოში მიიტანეს გაძარცული უწყების როგორ დაზარალებულის წერილი, სადაც წერია, რომ თავდაცვის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი, ბურჭულაძეს ათ წლიანი სასჯელი შეუმსუბუქდეს.

განახლება: პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, ანა ლეკიშვილმა განმარტა:

ეს იყო გასაუბრების ოქმი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს, ბრალდების მხარეს ევალება, რომ აუცილებელია, გაიაროს კონსულტაცია დაზარალებულთან, დაზარალებულის წარმომადგენელი აფიქსირებს კონკრეტულ პოზიციას და ეს იყო კონკრეტული პოზიცია, რაც წარადგინა ბრალდების მხარემ. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას არ ესაჭიროება თანხმობა, ან უარყოფა, ეს არის მათი პოზიცია, პოზიციაში რაც იყო დაფიქსირებული, ეს კარგად მოისმინეთ პროცესზე" - თქვა პროკურორმა.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მასთან ერთად საპროცესო შეეხო ექს-მინისტრის გარემოცვასაც.

საპროცესო გაფორმდა ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან, რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმაა.

შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით დაამტკიცა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენიმედი
  • ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყოფორმულა
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართარუსთავი 2
სასამართლო →წერილი →

მსგავსი სტატიები

მმართველ გუნდს კადრები გამოელია - სალომე ზურაბიშვილი

მმართველ გუნდს კადრები გამოელია - სალომე ზურაბიშვილი

ტვ პირველი

“პირველების“ ინფორმაცია დადასტურდა - სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა

“პირველების“ ინფორმაცია დადასტურდა - სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა

ტვ პირველი

სააკაშვილი: ჩემი საქმე „ეფ-ეს-ბეს“ აგენტ ფარცხალაძის შეკერილია, მოწმედ კი კრიმინალი რუხაძე მოჰყავთ

სააკაშვილი: ჩემი საქმე „ეფ-ეს-ბეს“ აგენტ ფარცხალაძის შეკერილია, მოწმედ კი კრიმინალი რუხაძე მოჰყავთ

ტვ პირველი

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ტვ პირველი