მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ჯარის ძარცვის საქმე - პროკურორი "პირველებთან" განმარტავს, რატომ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას.

ანა ლეკიშვილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სასჯელზე და სამივე შემთხვევაში იყო, როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა, და ქონების ჩამორთმევა, ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, აღიარებაც თუ არსებობს ბრალდებულის და მსჯავრდებულის, ბრალდების და დაცვის მხარე შესაძლოა, შეთანხმდეს სასჯელზე და მათ შორის თანამშრომლობაზე. მოცემულ შემთხვევაში ორივე პირობა დაკმაყოფილებული იყო, შესაბამისად, მხარეები შევთანხმდით, როგორც სასჯელზე, ასევე თანამშრომლობაზე. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება განისაზღვრა ერთ-ერთ პირობად. ამასთან ერთად, მხარეები შევთანხმდით სასჯელზეც, რაც, როგორც მოისმინეთ, სამივე შემთხვევაში იყო, როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა, და ქონების ჩამორთმევა, ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში. სამივე მათგანთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რაც შეთანხმებული იყო მხარეებს შორის, - განაცხადა ლეკიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ განისაზღვრა ჯარიმის თანხა, მაშინ როცა ზიანის რაოდენობა ბევრად მაღალი იყო, პროკურორმა შემდეგნაირად უპასუხა:

ზიანის ანაზღაურება და ჯარიმა არ არის ერთიდაიგივე. ჯარიმა არის სასჯელის სახე. მოცემულ შემთხვევაში, ბურჭულაძეს სასხ~ჯელის სახედგანესაზღვრა როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა, ასევე ქონების ჩამორთმევა, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, მოცემულ შემთხვევაში, ამ ნაწილში, როგორც გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს, ჯარიმის სახით, უშუალოდ განესაზღვრათ დამატებით 100 ათასი ლარის გადახდა, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მასთან ერთად საპროცესო შეეხო ექს-მინისტრის გარემოცვასაც.

საპროცესო გაფორმდა ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან, რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმაა.

შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით დაამტკიცა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი