მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგ სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მიმდინარე პროცესებს მისი მხრიდან „სადისტური ლტოლვის დაკმაყოფილება“ და „ცირკი“ უწოდა. სააკაშვილის განცხადებით, საქმე, რომელზეც მას ასამართლებენ, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძის შედგენილია და ნორმალურ ვითარებაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე. ამასთან, ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე ჩვენება ირაკლი რუხაძემ უნდა მისცეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა "კრიმინალად" მოიხსენია.

მინდა, მივმართო ივანიშვილს, რომელიც ამ პროცესით იკმაყოფილებს ჩემდამი სადისტურ ლტოლვას. ბიძინა, იშოვე ფული, დაიმკვიდრე თავი, როგორც დიქტატორმა მსოფლიოში, შენც გაგიჩნდა შვილიშვილები, გახდი ბაბუა და არ დადგა დრო, რომ ეს ცირკი დაასრულო? საქმე, რომელზეც მასამართლებთ, შედგენილია “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ოთარ ფარცხალაძე- რომანოვის მიერ. მხოლოდ ამის გამო, რომ “ეფ-ეს-ბეს” ნომრიანმა აგენტმა მოამზადა (ჩემი საქმე) და ხელი მოაწერა მერე მისმა ხელქვეითმა, ნორმალურ სიტუაციაში ეს საქმე უნდა იყოს შეწყვეტილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ სიტუაციაში. აქ მოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიმინალი საქართველოს უახლეს ისტორიაში - რუხაძე. ეს არის კაცი, რომელიც ჯერ პატარკაციშვილს ეხმარებოდა საქართველოს განადგურებაში და რუსეთისთვის ჩაბარებაში, მერე გადახტა ივანიშვილთან და ახლა აპირებს ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი