მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

„დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135), არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

ამის შესახებ საუბარია კომპანია “თბილისი მოლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც tvpirveli.ge უცვლელად გთავაზობთ:

გასულ ღამეს ტერიტორიაზე განთავსებულმა მიწისქვეშა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მძიმე ამორტიზაციამ შექმნა მწვავე ავარიული სიტუაცია, რამაც გამოიწვია საკანალიზაციო შემკრები ჭების გაჭედვა და ტერიტორიის ფეკალური მასებით დატბორვა. აღნიშნული ვითარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, უხეშად არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და აფერხებს სავაჭრო საქმიანობას, რაზეც ადგილობრივმა მოვაჭრეებმა ოფიციალური ერთობლივი განცხადებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და დიდუბის რაიონის გამგეობას. აღნიშნული განცხადების საფუძველი გახდა ბოლო პერიოდში, შემკრები ჭების გამავლობის შეფერხება, რაც თავის მხრივ იწვევდა, ბაზრობის ტერიტორიის და მის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ფართების დატბორვას, შესაბამისად სარეალიზაციო პროდუქციის განადგურებას. შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის საპასუხოდ და მუნიციპალური სამსახურების მიერ, ბაზრობის ტერიტორიის მიღმა არსებული საკომუნიკაციო და საკანალიზაციო ქსელების აღდგენითი პროცესების პარალელურად, შპს „თბილისი მოლი“ იღებს პასუხისმგებლობას და იწყებს კერძო საკუთრებაში არსებული შიდა ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სრულ გადაუდებელ რეაბილიტაციას. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება: სანიაღვრე და საკანალიზაციო მიწისქვეშა ქსელების სრული ჩანაცვლება და ტექნიკური მოდერნიზაცია, ტერიტორიის კომპლექსური სანიტარიული დამუშავება და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა, ასევ დაიწყება არსებული ინფრასტრუქტურის მომზადება შემდგომი ეტაპობრივი განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის. უსაფრთხოებისა და სანიტარიული სტანდარტების დაცვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე საქმიანობა დროებით შეჩერდება, შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულ პირებს, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ დაეგზავნებათ შეტყობინება, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული სავაჭრო ფართების შეთავაზების თაობაზე. შპს „თბილისი მოლი“ მუნიციპალურ სამსახურებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურად ორგანიზებულად და მოკლე ვადებში წარმართვას, რომ ტერიტორია უახლოეს მომავალში პასუხობდეს თანამედროვე, უსაფრთხო და მოწესრიგებულ სტანდარტებს"- აღნიშნულია განცხადებაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი