მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი მოსამართლეობის პოსტზე დავით მამისეიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მამისეიშვილის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლეს, რომელსაც დაწინაურება უნდა, ოპოზიციის კითხვებზე პასუხები გასაცემად მხოლოდ 5 წუთი ჰქონდა, რასაც "ოცნების" ოპონენტების უკმაყოფილება მოჰყვა.

გახრიას გუნდის წევრების კითხვების საპასუხოდ, დავით მამისეიშვილი სხდომაზე ამტკიცებდა, რომ სასამართლო დღეს ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს. მისი მტკიცებით, ამის საფუძველი ქვეყანაში არსებული დემოკრატიაა და მოსამართლეებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ. მამისეიშვილი ირწმუნებოდა, რომ მასზე ზეწოლას ვერავინ მოახერხებს.

ზემოქმედებას არ ემორჩილება, ეს არის ყველაზე მთავარი. რა ზემოქმედებას უნდა ემორჩილებოდეს? მაშინ მოსამართლის მანტია არ უნდა გეცვას, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, სასამართლოში მოდის პირი, რომელსაც სასამართლოსთან რაიმე შეხება არ ჰქონია და თუკი რაიმე ზეწოლას ემორჩილები და თუკი მედეგი არ ხარ გარშემო არსებული სიტუაციის მიმართ გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღო, მაგალითად, მიტინგს 100 ადამიანი ატარებს და იმის მიხედვით მტკიცებულება თუ არ არის, უნდა მიიღო გადაწყვეტილება აი, ამ 100 ადამიანის სასარგებლოდ - შეუძლებელია. მედეგობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გარემოს მიმართ უნდა იყო მედეგი მაქსიმალურად. 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ, მე მიმაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში უფრო ნეგატიურია, ვიდრე დადებითი, - განაცხადა მამისეიშვილმა.

დავით მამისეიშვილის კანდიდატურას, სავარაუდოდ, პარლამენტი მხარს უკვე ხვალინდესლ სხდომაზე დაუჭერს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი