ტვ პირველი|tvpirveli.ge
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბერს დაამტკიცებს.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტში კანდიდატურაზე კენჭისყრა გვექნება ოთხშაბათს - თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
დღესვე ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge