მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების აკრძალვაზე მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამის შესახებ მან მედიის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მოსამართლეებს შორის შესაძლოა იყოს განსხვავებული მოსაზრებები და ეს ჯანსაღი პროცესია.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ მდგომარეობას, ეს ჩვენი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს ჯანსაღი პროცესია, ნებისმიერ სასამართლოში შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები მოსამართლეებს შორის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის თავიდან ბოლომდე სასამართლოს საქმე, მე ვერ გეტყვით იქ რა მდგომარეობაა. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, თუ რაიმე ცვლილება იქნება ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეგატყობინებთ, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ ელოდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ"- თქვა "ქართული ოცნების" სპიკერმა.

„მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ოპოზიციის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ, მოსამართლეთა შორის შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი, პარტიების აკრძალვის წინააღმდეგია. კუპრაძე არ გამორიცხავს, რომ ასეთ მოსამართლეებზე "ქართული ოცნება" ზეწოლას ახდენს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი