მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

თბილისის ძველ უბანში, კოტე ფოცხვერაშვილის ქუჩაზე, ახალი სამხატვრო სტუდია გაიხსნა - ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს, ხატვის სწავლა სურს ან უბრალოდ ყოველდღიური რუტინისგან განსხვავებულ, მშვიდ და ესთეტიკურ გარემოს ეძებს.

სტუდიის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სივრცის ხასიათს. ინტერიერში მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ძველი თბილისის ესთეტიკა- მათ შორის გამორჩეულია ვიტრაჟიანი კარი, რომელიც სტუდიას განსაკუთრებულ, თბილ და ავთენტურ ელფერს ანიჭებს. პიკო სტუდიო თბილისის ცენტრში, მეტროსთან ახლოსმდებარეობს, ამიტომ მისვლა მოსახერხებელია როგორც ახლომდებარე უბნებიდან, ისე ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან.

აქ სწავლა შეუძლიათ როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებსა და უფროსებს. ამ ეტაპზე ხატვის რამდენიმე მიმართულებაა წარმოდგენილი: 7-14 წლის ბავშვებისთვის შექმნილია ასაკობრივი ჯგუფები, სადაც ისინი ხატვის საფუძვლებს, ფერებს, ფორმებსა და სხვადასხვა ტექნიკას ეცნობიან. აქ მთავარი მხოლოდ საბოლოო შედეგი არ არის - მნიშვნელოვანია თავად პროცესი, ბავშვის შემოქმედებითი განვითარება და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება. 15 წლიდან ზემოთ კი სტუდიაში შესაძლებელია აკადემიური ხატვის სწავლა. ეს მიმართულება მათთვისაა, ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს ხატვა, გაიუმჯობესოს ტექნიკა და უფრო სერიოზულად განვითარდეს ხელოვნების მიმართულებით. უფროსებისთვის სტუდია კიდევ ერთ განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს - ხატვის თერაპიულ ვორქშოპებს. ეს არის შესაძლებლობა, რამდენიმე საათით გაექცე ყოველდღიურ საქმეებს, ტელეფონსა და მუდმივ დატვირთვას და დრო შემოქმედებით პროცესს დაუთმო. პროცესს გამოცდილი მენტორი უძღვება და გამოცდილება არაა საჭირო.

სამომავლოდ სტუდიაში კიდევ უამრავი საინტერესო აქტივობა იგეგმება - ვორქშოპები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, ახალი შემოქმედებითი კურსები და ღონისძიებები, რომლებიც სტუდიას მხოლოდ ხატვის გაკვეთილების სივრცედ არ დატოვებს. ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს, შექმნას, განიტვირთოს და თან დრო ლამაზ გარემოში გაატაროს.

Pico studio - სივრცე, სადაც ხელოვნებისთვის დროის დათმობა თავად ხდება სასიამოვნო გამოცდილება.

https://www.facebook.com/profile.php?id=61583769638234

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი