მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ვინ დაიკავებს კულტურის მინისტრის თანამდებობას - ამ კითხვით "პირველებმა" დღეს "ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა. ივანიშვილის გუნდში ირწმუნებიან, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და საკითხზე განხილვები მიმდინარეობს.

გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ამ პოსტთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია.

შემოთავაზება არ მიმიღია, მე ვარ კომიტეტის თავმჯდომარე, ამ ეტაპზე კონსულტაციები არ გვქონია, თუ იქნება სურვილი, რა თქმა უნდა მე ჩემს აზრს გავაზიარებ, - ამბობს გიორგი გაბუნია.

გაბუნიას მსგავსად, ეკა ჭიჭინაძეც ამტკიცებს, რომ შეთავაზება არ ჰქონია.

არ ვიცი ჯერ, ახლა მიმდინარეობს განხილვები სხვადასხვა კანდიდატებზე. შეთავაზება არ მქონია, - ამბობს ეკა ჭიჭინაძე.

გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს კულტურის ახალი მინისტრი, ის იქნება ღირსეული და პროფესიონალი.

კონკრეტულ გვარებზე ნუ იმას ვიზამთ...ეკა ჭიჭინაძის თემა განვიხილოთ, მის პიროვნებას უადგილოდ წამოწევას, პოზიტიურ-ნეგატიურ ჭრილში განხილვას უკეთებს წინაპირობას და რამდენი გვარიც არ უნდა ჩამოთვალოთ, ყველა არის პოზიტიური, დადებითი პიროვნება საკუთარი ბეგრაუნდით, პროფესიონალიზმით, - ამბობს ვოლსკი.

გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ახალი მინისტრის შესახებ ინფორმაციას მალე გაასაჯაროებს

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი