მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

მე-10 კლასის ისტორიის წიგნი, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შედგენილი - ისტორიკოსები და ისტორიის მასწავლებლები რამდენიმე საგანგაშო ფაქტზე საუბრობენ.

მათი თქმით, წიგნის ავტორები ცდილობენ, საქართველო რუსეთს დაუკავშირონ და ამასთან, რამდენიმე ისტორიული ფაქტი მცდარად წარმოაჩინონ.

პირველი განცდა იყო, რომ ეს GEMINI - ს დაწერილია, ის მაინც უნდა სცოდნოდათ CHATGPT ბევრად უკეთეს პროექტებს აკეთებს, ამ კონტექსტში. არის წინადადებები, რომლებიც პირდაპირი შაბლონია, აი, მაგალითად, თხრობა, “გეორგიევსკის ტრაქტატი“ ქართლ-კახეთისთვის პრობლემა არ არის, მერე მძიმე, შემდეგ, პრობლემა კი არაა, არამედ.... აი, ასე გრძელდება. რაღაც ჩარჩოები, რომლებიც ზუსტად AI -ს ენას და სტილს იმეორებს. აი, წერია, მე-8 საუკუნე, როცა წინა თავი არის ვახტანგ გორგასალზე, რომელიც მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა, მე-6-დან მე-8 საუკუნეში როგორ გადახტეს მოსწავლე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, აფხაზთა სამეფო საერთოდ, ფუნდამენტურად, კოლხეთიდან როგორ დაიწყო, მერე ეგრისად, ლაზიკად ჩამოყალიბდა, - ამბობს ისტორიის მასწავლებელი, შალვა მინდაძე.

ისტორიკოსი, შოთა მათითაშვილი რამდენიმე მცდარ ინფორმაციას უსვამს ხაზს, მათ შორის “რომის პაპის მატყუარად გამოყვანას“.

შემოპარებულია გერონტი ქიქოძე, მაგრამ სრულიად სხვა კონტექსტში, ამბობს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა სწორი პოლიტიკური ალღო და მან მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება ისე, რომ სხვა ალტერნატივა არ იყო და დააკაშვირა საქართველოს ბედი რუსეთთან. აქ უკვე იგრძნობა დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომ რომ რუსეთი იყო უალტერნატივო. რომის პაპი ჰყავთ გამოყვანილი მატყუარად, რომელმაც არ გამოუგზავნა სამხედრო დახმარება, რაც ტყუილია, ვიცით, რომ გამოუგზავნა - ამბობს ისტორიკოსი, შოთა მათითაშვილი.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი